აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო DeFi-სთან ბრძოლას იწყებს

ფოტო - აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო DeFi-სთან ბრძოლას იწყებს
ამერიკელმა მარეგულირებლებმა უმსხვილეს კრიპტობირჟებს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენეს და დეცენტრალიზებული პლატფორმებისკენ იბრუნეს პირი. ულტიმატუმის სახით, მათ გამოაქვეყნეს დეტალური ანგარიში DeFi დაფინანსების რისკების შესახებ.
აშშ-ის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ახალი საფრთხის  შესახებ საუბრობს. ესაა ზოგადი დასკვნა, რომელიც აშშ-ის ხაზინის მიერ 2023 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული 40-გვერდიანი ანგარიშიდან გამომდინარეობს. მასში საუბარია DeFi-სა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე. მარეგულირებლების მხრიდან ძირითადი ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, პოსტულატებს წააგავს:

  1. DeFi სერვისებს, რომლებიც თავის თავს დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებს (DAOs) უწოდებენ, ხშირად გააჩნიათ ძლიერი ცენტრალიზებული ვერტიკალი და მათ ერთი პირი, ან პირთა მცირე ჯგუფი აკონტროლებს. ამიტომ განმარტება "დეცენტრალიზებული" უფრო უკავშირდება მარკეტინგს, ვიდრე რეალურ სიტუაციას.
  2. ცენტრალიზაციის ხარისხი არანაირად არ უნდა აისახოს AML-ის ვალდებულებაზე, რომელსაც თავის თავზე აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი იღებს. მაგრამ, ახლა ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია: კრიმინალები ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან DeFi სერვისებს თავიანთი უკანონო შემოსავლების გადასარიცხად და გასათეთრებლად იყენებენ.
  3. DeFi სერვისები ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონებს  (CFT) არ იცავენ.
  4. დეცენტრალიზებული პლატფორმები არ იცავენ იმ კანონებს, რომლებსაც ეყრდნობა აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC).
  5. DeFi პლატფორმები აშშ/ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კანონებს უგულებელყოფენ და ემსახურებიან კლიენტებს სასანქციო სიაში შემავალი ქვეყნებიდან.
  6. დეცენტრალიზებული მომსახურება მოიცავს აქტივების გაყიდვას, რომლებიც შეიძლება მიიჩნეოდეს ფასიან ქაღალდებად, დერივატივებად და დაზღვევად. შესაბამისად, ეს საქმიანობა SEC-ის რეგულირებას ექვემდებარება. 
  7. პლატფორმები ხშირად იყენებენ სმარტ კონტრაქტებს მათი შესრულების დაფარული პირობებით. კოდი ზოგიერთ შემთხვევაში გაუმჭვირვალეა და მას დეველოპერები აკონტროლებენ. გამოცხადებულ დეცენტრალიზაციასთან ასეთი შეუსაბამობა შეიცავს დამატებით რისკებს ბაზრის მონაწილეთათვის.
  8. 2022 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ყველა დეცენტრალიზებული პლატფორმის მთლიანი TVL (დაბლოკილი აქტივების ღირებულება) $39,77 მილიარდს შეადგენდა. მთელი ეს სამომხმარებლო სახსრები მაღალი რისკის ზონაშია.

დასკვნით თავში ხაზინა დაჟინებით ურჩევს აშშ-ის მთავრობას,  განიხილოს DeFi კომპანიებისთვის წესების გამკაცრების საკითხი.  ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ვიხილოთ რეგულირების, ჯარიმებისა და აკრძალვების ახალი ტალღა. თავის ანგარიშში ფინანსთა სამინისტრომ შეკრიბა ბრალდებების იგივე "ჯენტლმენური ნაკრები", რომელიც Coinbase-სა და Kraken-ს წაუყენეს. 

თუმცა, CEX პლატფორმებისთვის სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული ბრალი არ წაუყენებიათ. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ის ხაზინა აფართოებს იმ საკითხების სიას, რომელთა კონტროლიც მას სურს.

ფორმალურად, ჯერჯერობით მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს საკითხისა, უნდა დაიცვან თუ არა DEX პლატფორმებმა ფინანსური ბაზრების ზოგადი წესები. ხაზინა განმარტავს, რომ ისინი მომხმარებლის სახსრებს არ ამუშავებენ და არც შუამავლები არიან, ამიტომ მათზე გარკვეული კანონები შეიძლება არ ვრცელდებოდეს. მაგრამ, ასეთი ზედმიწევნითი ყურადღება ფისკალური ორგანოების მხრიდან ბევრ DeFi კომპანიას აშშ-ის მომხმარებლების მომსახურებას გადააფიქრებინებს.

ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა, პრობლემის მასშტაბის შეფასებას ეძღვნება და არ წარმოადგენს მოქმედების პირდაპირ სახელმძღვანელოს, მაგრამ ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რისთვის უნდა იყოს მზად DeFi ბაზარი. ჯერ მარეგულირებლები ცენტრალიზებულ ბირჟებს, სტეიბლკოინებს, NFT-ებს, სტეიკინგის  სერვისების მიადგნენ, ახლა კი DeFi-ს მიაპყრეს ყურადღება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ანგარიშია, ეს უკვე ცუდი ამბავია. ეს ხომ რისკების პირველი შეფასება და სიტუაციის პირველი სიღრმისეული ანალიზია, რომელიც აშშ-ის მთავრობას დეცენტრალიზებულ სერვისებთან დაკავშირებით ოდესმე ჩაუტარებია.