სტარტაპმა Web3 Builders $7 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

ფოტო - სტარტაპმა Web3 Builders $7 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
კრიპტოვალუტის კიბერუსაფრთხოების სტარტაპმა Web3 Builders Inc.-მა ინდუსტრიის გიგანტებისგან, Road Capital, OpenSea Ventures და Global Founders Capital-გან $7 მილიონის დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია Amazon Web Services-ის პროდუქტების ყოფილმა ხელმძღვანელმა რიკარდო პელეგრინიმ დააარსა, სტარტაპი 5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის მიღებას გეგმავდა, თუმცა seed-რაუნდის შედეგმა მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა.

კომპანია Web3 Builders  წელს ამოქმედდა. პელეგრინი  კიბერუსაფრთხოების სფეროში პირველი პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელ სახსრებს აპრილიდან აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ მას მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული გამოცდილება აქვს. პელეგრინი ადრე მუშაობდა RapidSOS-სა და Tomorrow.io-ში CTO-ის თანამდებობაზე, რომლებმაც, შესაბამისად,  206 მილიონი დოლარის და 184 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღეს.

Web3 Builders-ის მთავარი მიზანია  დეცენტრალიზებული ინტერნეტი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს. პელეგრინის თქმით, ინსტრუმენტების შემუშავების პროცესში კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს კრიპტოდამნაშავეებისგან  დაზარალებულ ადამიანებთან.

„ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ადამიანების უმეტესობა ხდება თაღლითობის მსხვერპლი არა ამ მასიური შეტევებით, არამედ მიკრო თაღლითობის შედეგად. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფიშინგის ბმული, რომელიც საფულის დაცარიელების საიტზე გადადის, ან საშიში ხელმოწერის მოთხოვნა, რომელსაც მათ შემთხვევით მოაწერეს ხელი“, - აღნიშნა სტარტაპის დამფუძნებელმა.

კრიპტოთაღლითობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად, Web3 Builders ექსპერტებმა  TrustCheck ინსტრუმენტი შეიმუშავეს. ეს არის გაფართოება Chrome ბრაუზერისთვის. ის მუშაობს ფონის რეჟიმში და აფრთხილებს მომხმარებლებს შესაძლო რისკების შესახებ, როდესაც ისინი გადადიან ვებსაიტზე ან ტრანზაქციას ახორციელებენ.

ინსტრუმენტის მუშაობა მექანიკური სწავლების  ტექნოლოგიას  და მონაცემთა წყაროების ანალიზს ეფუძნება ქსელში და მის ფარგლებს გარეთ საეჭვო ბმულების, საფულეებისა და აქტივობების გამოსავლენად. პელეგრინი აღნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გლობალური თაღლითობის სქემები არ არის საშიში: „ადამიანების უმრავლესობისთვის თაღლითობის მთავარი მეთოდი არის პირდაპირი მესიჯი Twitter-ზე ან Discord-ზე, რომელსაც  ისინი  ფიშინგის საიტზე გადაჰყავთ, რაც მათი საფულის დაცარიელებას იწვევს“.

თავდაპირველად TrustCheck მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. მომავალში, კომპანია ფასიანი ბიზნეს-ვერსიის შექმნას გეგმავს Web3 ორგანიზაციების პლატფორმებთან და აპლიკაციებთან ინტეგრირებისთვის. Web3 Builders-ის მიერ მოზიდული ინვესტიციები მოხმარდება პერსონალის გაფართოებას, რომელიც ახლა ცხრა ადამიანისგან შედგება, ასევე  კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის ახალი ინსტრუმენტების შემუშავებას.