ASIC დროებით წყვეტს კრიტოფონდების Holon-ის მუშაობას

ფოტო - ASIC დროებით წყვეტს კრიტოფონდების  Holon-ის მუშაობას
ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიამ გამოსცა დროებითი სტოპ-ორდერები კრიპტოფონდებისთვის Holon Investments Australia Limited. შეზღუდვები ვრცელდება Bitcoin-ში, Ethereum-სა და Filecoin-ში ინვესტირებაზე.
ASIC-ის გნცხადების მიხედვით, განკარგულებები Holon Bitcoin Fund, Holon Ethereum Fund და Holon Filecoin Fund-ს ეხება. სტოპ-ორდერები  კრიპტოფონდებს თავიანთი სერვისების შეთავაზებას საცალო ინვესტორებისთვის უკრძალავს. იძულებითი ზომების მთავარი მიზეზი არის მიზნობრივი ბაზრების (TMD) განსაზღვრაში გამოყენებული ცნებების შეუსაბამობა.

21 დღის განმავლობაში, Holon-ის კრიპტოფონდებს ინვესტორებთან თანამშრომლობა ეკრძალებათ, კერძოდ, მათთვის ზოგადი რეკომენდაციების მიწოდება, ინფორმაციის გამჟღავნების განცხადებების და წილების გაცემა. ამრიგად, მარეგულირებელი გეგმავს დაიცვას კლიენტები ინვესტიციებისგან, რომლებიც „მათი ფინანსური მიზნების, სიტუაციის ან საჭიროების შესაფერისი შეიძლება არ იყოს“. სტოპ-ორდერები შეიძლება დროზე ადრე უკან იყოს გაწვეული, თუ ფონდები კომისიის მოთხოვნებს შეასრულებენ.

პროდუქტის დეტალების გამჟღავნებისას, კრიპტოფონდებმა Holon აქტივების ღირებულების სრული დაკარგვის შესაძლებლობა არ გამორიცხეს. ASIC კი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციებმა სამიზნე აუდიტორიის აღწერისას თავისებურებები და რისკები სრულად არ გაითვალისწინეს.

ასე, მაგალითად, Holon-ის კრიპტოფონდების ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ისინი ფართო სამიზნე ბაზარზეა ორიენტირებული. ამ კატეგორიას შემდეგი ინვესტორები მიეკუთვნება:

  • პოტენციურად საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი რისკისა და შემოსავლის პროფილის მქონე;

  • ვინც ფონდებს საინვესტიციო პორტფელის სატელიტურ კომპონენტად განიხილავს (25%-მდე);

  • ვინც გეგმავს ფონდების გამოყენებას პორტფელის ძირითად/დამოუკიდებელ ელემენტად (75-100%).

მარეგულირებლის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კონცენტრირებულ ინვესტიციებს გარკვეულ ციფრულ აქტივებში თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები. ეს Holon-ის კრიპტოფონდის შეთავაზებებს ფართო სამიზნე ბაზრისთვის სახიფათოს ხდის. განსაზღვრულ პერიოდში, ორგანიზაციებმა უნდა უპასუხონ ASIC-ის განკარგულებებსა და შენიშვნებს და ის TMD-თან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ - დოკუმენტთან, რომელიც აღწერს მომხმარებელთა კლასს, ვისთვისაც ეს პროდუქტიაა შექმნილი. თუ Holon კრიპტოფონდები არ განახორციელებენ რაიმე ქმედებას მითითებულ ვადაში, კომისია იძულებული იქნება საბოლოო სტოპ-ორდერები გასცეს..

დღეისათვის ავსტრალიის მარეგულირებელმა უკვე გასცა 10 დროებითი სტოპ-ორდერი. ოთხი მათგანი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციებმა დააკმაყოფილეს ASIC მოთხოვნები.