Puma-ს ახალი მეტასამყარო ახალ შესაძლებლობებს ხსნის

ფოტო - Puma-ს ახალი მეტასამყარო ახალ შესაძლებლობებს ხსნის
შემოდგომის მოდის კვირეულმა ნიუ-იორკში არა მხოლოდ ახალი ტანსაცმლით, არამედ Web3-ის დანერგვით გაგვაოცა. ორგანიზატორების ექსკლუზიური ღონისძიების გარდა, რომლის ბილეთების ყიდვაც შესაძლებელი იყო NFT-ზე, Puma-მ წარმოადგინა თავისი მეტასამყარო.
სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა Puma-მ,  სპორტული ტანსაცმლის სხვა ბრენდების, Nike-ისა და Adidas-ის შემდეგ, გამოუშვა თავისი მეტავერსია Unreal Engine 5-ის გრაფიკულ ძრავზე. Black Station არის Web3 პლატფორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას შეიძინოთ ლიმიტირებული  ციფრული და ფიზიკური პროდუქტები Puma-სგან.

კომპანიის მენეჯმენტი  მომავალში ამ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს. ამავე სახელწოდებით 20 წლის წინ გაიხსნა Puma-ს პირველი საგამოფენო ბუტიკი, რომელიც პოზიციონირებული იყო როგორც „ინოვაციური პროდუქტების სახლი“. Puma-ს მთავარმა ბრენდ-მენეჯერმა ადამ პეტრიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ბანალური ნოსტალგია, არამედ წარსულის დამსახურების ხარკი.

პლატფორმაზე წარმოდგენილია Nitro NFRNO და Nitro Fastroid სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ორი ტიპის სპეციალური NFT-ები, რომლებიც გამოიყენება ფიზიკური და ვირტუალური პროდუქტების შესაძენად. PUMA FUTROGRADE კოლექციიდან "ნატურალური" სპორტული ფეხსაცმელი 7 სექტემბერს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე აჩვენეს. ხოლო მათი ციფრული  ანალოგი ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე 13 სექტემბრის შემდეგ.

ეს არ არის Puma-ს პირველი გამოცდილება Web3-ში. წელს, საფეხბურთო კლუბ Manchester City-თან თანამშრომლობით, კომპანიამ გამოუშვა NFT სპორტული ფეხსაცმლის ლიმიტირებული სერია, რომელიც სერხიო აგუეროს ეცვა. ასევე, თებერვალში კომპანიამ გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება NFT-პროექტთან Gutter Cat.

კომპანიის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ Puma-ს მეტასამყარო არა მხოლოდ აფართოებს მათ პოტენციურ აუდიტორიას, არამედ შესაძლებლობას აძლევს  დიზაინერებს თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზემა შეძლონ. თუმცა არ დაივიწყოთ ფულის შესახებ. Nike-მა ციფრული პროდუქტებით $184 მილიონი მოგება მიიღო.