რა არის TVL და როგორ გამოითვლება ის

icon ETH
icon FOR
ფოტო - რა არის TVL და როგორ გამოითვლება ის
აბრევიატურა TVL იშიფრება, როგორც Total Value Locked და სმარტ კონტრაქტებში ყველა დაბლოკილი კრიპტოვალუტის რაოდენობას აღნიშნავს. უმეტესად, ეს მაჩვენებელი USD-შია გამოხატული, თუმცა ზოგიერთი პროტოკოლი მას ETH-ში ითვლის.
 დინამიკური ინდიკატორი TVL მხოლოდ DeFi პლატფორმებზე, ლიკვიდურობის პულებში პროვაიდერების მიერ დაბლოკილი სახსრების შეფასებისთვის გამოიყენება. TVL ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია, რომელიც კონკრეტულ მომენტში პროტოკოლის, ან სმარტ კონტრაქტის ღირებულების დადგენაში ეხმარება. ფინანსური აქტივის, ან რომელიმე კომპანიის ტრადიციულ შეფასებასთან თუ გავავლებთ პარალელს, ეს საბაზრო ღირებულების ინდიკატორს ჰგავს.

Total Value Locked შეფასების ორი დონე არსებობს:

1. ლიკვიდურობის პულის TVL კონკრეტულ პულში გაყინული ტოკენების ღირებულებას აჩვენებს. ანუ ეს ერთი სმარტ კონტრაქტის მიერ უზრუნველყოფილი კრიპტოვალუტების მარაგის მაჩვენებელია. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ძლიერია მომხმარებლების ინტერესი აპლიკაციის მიმართ.

2. ზოგადად პროტოკოლის TVL პროექტში დაბლოკილი თანხების ოდენობას აჩვენებს. მაგალითად, სტატიის მომზადების მომენტში, MakerDAO-ს შემთხვევაში ის $5,95 მილიარდს შეადგენს. dYdX ახლა მხოლოდ $397,8 მილიონს ფლობს და მოცულობა მცირდება.

როგორ ხდება TVL-ს გამოთვლა

მაგალითისთვის DEX-ბირჟა Uniswap ავიღოთ. ეს dApp ავტომატიზებული მარკეტმეიქერების (AMMs) შემუშავებაში პიონერი გახდა. მათი საშუალებით მომხმარებლებს ტოკენები შუამავლების გარეშე უნდა გაეცვალათ. მაგალითად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, სახსრები ლიკვიდურობის პულებში შეიტანოს, რომლებიც დაწყვილებულ ტოკენებს წარმოადგენს (მაგალითად, wBTC-ETH).

სმარტ კონტრაქტები მომხმარებლის სახსრებს ბლოკავს, რითაც მათ ლიკვიდურობის პროვაიდერებად (LP) აქცევს. როდესაც სხვა ტრეიდერებს ნებისმიერი ამ ტოკენის მიღება სურთ, მისი ლიკვიდურობის გამოსატანად, ისინი ამ პულს უკავშირდებიან. თითოეულ პულს საკუთარი TVL აქვს, რომელიც აჩვენებს, რამდენი ტოკენია გაყინული.

თავის მხრივ, LP-ები ტოკენების ამ გაცვლიდან წილს იღებენ. როდესაც ყველა ეს პული გაერთიანებულია, ჩვენ Uniswap-ზე კონკრეტული სმარტ კონტრაქტის ლიკვიდურობის დანახვა შეგვიძლია. შემდეგ ჩვენ Ethereum-ის ფარგლებს გარეთ არსებული სხვა ქსელების: Arbitrum, Polygon, Optimism და Celo - ლიკვიდურობის ყველა პულის გაერთიანება შეგვიძლია. ყველა პულში დაბლოკილი ყველა ტოკენის აშშ დოლარში გამოხატულ ღირებულებას თუ გავაერთიანებთ, მივიღებთ, რომ სტატიის მომზადების მომენტში Uniswap-ის ღირებულება $2,46 მილიარდს შეადგენდა.

ეს არც ისე ცუდი მაჩვენებელია და, შესაბამისად, პლატფორმას ახლა ფინანსური განვითარების პოტენციალი აქვს.

მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ TVL ლიკვიდურობის პროვაიდერების შემოსავლის პროცენტსა და პროტოკოლის კლიენტების დაუფარავ კრედიტებს არ ითვალისწინებს. ანუ თქვენ დეპონირებული აქტივების წმინდა ღირებულებას ხედავთ, რომელშიც მომხმარებლების მიმართ პროექტის დავალიანება არ შედის. TVL მხოლოდ სმარტ კონტრაქტების დეპოზიტების ღირებულებას ასახავს.

TVL ძირითადი ინდიკატორია, რომელიც გარკვეული პროტოკოლის, ან dApp-ის მიმართ საზოგადოების ინტერესს აჩვენებს. პულში თანხების გაყინვამდე ამ მაჩვენებლის შემოწმებას საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისების საშუალებით გირჩევთ. მათგან ყველაზე პოპულარული defillama.com არის. ნებისმიერი პროექტი, რომლის TVL $1 მილიარდზე ნაკლებია მაღალი რისკის მქონე ინვესტიციად უნდა ჩაითვალოს.