რა სჭირს PooCoin–ს?
ამბობენ, წიგნი ყდის მიხედვით არ უნდა შეაფასო. მაგრამ როცა პროექტის ლოგო განავალია, მაინც ღირს დაფიქრება. განვიხილოთ, რა არის PooCoin და რატომ შეიძლება მისი სიმბოლო შემთხვევით არ იყოს შერჩეული.
DeFi სფეროს გამოჩენასთან ერთად, დეცენტრალიზებულმა ბირჟებმა უამრავი ტრეიდერი მიიზიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ სავაჭრო ანალიზის ფუნქციები, რაც უხვადაა ცენტრალიზებულ პლატფორმებზე. მაგალითად, ტრეიდერებს უჭირდათ ტოკენების შესყიდვებისა და გაყიდვებისთვის თვალყურის დევნება, ბაზარზე შესვლის გათვლა გრაფიკების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, გაჩნდა დამატებითი პლატფორმების საჭიროება, რომლებიც თვალყურს ადევნებენ აქტივობას DEX-ზე და სთავაზობენ კლასიკური ბირჟების გამოყენების მსგავს გამოცდილებას. ერთ-ერთი მათგანია PooCoin.
PooCoin გთავაზობთ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ვაჭრობის ანალიტიკას Binance Smart Chain, Polygon და KuCoin Chain ბლოკჩეინებისთვის. მომხმარებელს შეუძლია შეადაროს ტოკენების ფასები სხვადასხვა DEX-ებზე, შექმნას გრაფიკები, თვალყური ადევნოს ვეშაპების საფულეებს, ლიკვიდობას, რეალურ დროში ტრანზაქციებს და ჩაატაროს სხვა კვლევები ვაჭრობამდე.
პროექტს აქვს თავისი მიმკოინი, რომელიც PancakeSwap–ზე ტიკერით POOCOIN ვაჭრობს.
PooCoin–ის მთავარი ინსტრუმენტები
გრაფიკები
გრაფიკების დახმარებით შეგიძლიათ გაანალიზოთ მონაცემები აქტივების შესყიდვებისა და გაყიდვების მოცულობის, ფასების შესახებ და გრაფიკის ტექნიკური ფიგურები. PooCoin ინტეგრირებულია BSCscan–ის ბლოკების მიმომხილველის ანალიტიკასთან, ამიტომ, ის ყველა ფასსა და ტრანზაქციას რეალურ დროში აჩვენებს.
ასევე, ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, შეგიძლიათ ობიექტურად შეაფასოთ ტოკენის ლიკვიდობა, რათა გასაგები იყოს, რამდენად მარტივად შეიძლება მისი გაცვლა სხვაზე, და გამოთვალოთ რისკის ოდენობა. მთავარი დიაგრამის გვერდით არის ველი, სადაც შეგიძლიათ ჩასვათ ტოკენის კონტრაქტი და ნახოთ მასთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია.
მულტი–დიაგრამა
ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ადევნოთ თვალყური ერთდროულად 9 ტოკენის გადაადგილებას. ანალიზისთვის რამდენიმე სხვადასხვა ჩანართის გახსნის ნაცვლად, შეგიძლიათ ყველა გრაფიკს ერთ დიაგრამაზე ადევნოთ თვალი.
ტოკენების გაცვლა
ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ შეიძინოთ ან გაყიდოთ ტოკენები გრაფიკის შესწავლისას, რათა მომხმარებელი არ გადადიოდეს DEX-ზე. გაცვლას მხოლოდ დახურული ლიკვიდობის მქონე აქტივები არ ექვემდებარება.
PooCoin–ის პრემიუმ ფუნქციები
$100-მდე POOCOIN/BNB პულში ლიკვიდობის მიწოდება საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ სხვა მომხმარებლების საფულეებს და გამორთოთ რეკლამები. თქვენი გარიგებების ჩვენება და ტრანზაქციის ჩანართის გააქტიურება შესაძლებელია $300–ის ლიკვიდობის განთავსების შემდეგ. $2,000–ის ანაბარი გაძლევთ შესაძლებლობას ნახოთ პოპულარული DEX-ების და ტოკენების გაფართოებული რაოდენობა დროის სხვადასხვა მონაკვეთებში.
POOCOIN–ის ტოკეკონომიკა
POOCOIN არის BEP-20 სტანდარტის ტოკენი, რომელიც განლაგებულია Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინზე. ტოკენის ვაჭრობა ბირჟაზე PancakeSwap 2021 წლის 7 მარტს დაიწყო.
POOCOIN-ის მთლიანი მიწოდება 10 მილიონი ტოკენით შემოიფარგლება. მთლიანი თანხის 25% იმ მომხმარებლის საფულეშია, რომელმაც ტოკენი გაუშვა. POOCOIN-ის თითოეულ ტრანზაქციას ექვემდებარება 8%–იან საკომისიოს (4%–ის გადანაწილება ხდება,ხოლო 4% იწვება). ეს აუცილებელია ინფლაციის თავიდან ასაცილებლად და ტოკენის ფასის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
მომხმარებელთა გამოხმაურებები
ვებსაიტის Trustpilot მიხედვით, სადაც მომხმარებლები გამოხმაურებებს ტოვებენ სხვადასხვა კომპანიის შესახებ, PooCoin-ის რეიტინგი 1.7–ს შეადგენს, გამოხმაურებების 80%-ზე მეტი უარყოფითია. რითია უკმაყოფილო ის ხალხი, ვინც პლატფორმით ისარგებლა?
ჯერ ერთი, ანალიტიკური ინსტრუმენტების მქონე პლატფორმას ბრალად ედება თაღლითური კრიპტოვალუტების და კონტრაქტების პოპულარიზაცია. მომხმარებლები თვლიან, რომ საიტის დამფუძნებლები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ იმ ტოკენებზე, რომლებსაც ისინი რეკლამირებენ და სავაჭროდ სთავაზობენ.
მეორეც, ბევრი ადამიანი ჩივის, რომ PooCoin ავრცელებს FUD-ს (შიში, გაურკვევლობა და ეჭვი) სხვა კრიპტოვალუტებთან, კერძოდ, SafeMoon-თან მიმართებაში. პლატფორმა ასევე ეჭვმიტანილია ბაზრის მანიპულირებაში.
გარდა ამისა,აღშფოთებას rug pull–ის შემთხვევების დიდი რაოდენობა (თაღლითობა, რომლის დროსაც დეველოპერული გუნდი მოულოდნელად აქრობს მთელ ლიკვიდობას და ქრება ინვესტორების ფულთან ერთად) იწვევს.
როგორც წესი, უარყოფითი გამოხმაურებების ასეთი დიდი რაოდენობა საგანგაშოა, ამიტომ უმჯობესია უარი თქვათ რესურსის გამოყენებაზე. თუმცა, ცუდი შეფასებების კონტრარგუმენტად შეიძლება ითქვას, რომ კრიპტო სამყარო სავსეა თაღლითური პროექტებით და დეცენტრალიზებული პლატფორმები ვერ უზრუნველყოფენ მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ტოკენის ლეგიტიმურობას. ეს არის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის საუკუნოვანი ბრძოლა.