ZEPETO უშვებს ZARA-ს ციფრულ კოლექციას და აჩვენებს Gucci Cruise-ს
ციფრული მოდის მოყვარულებისთვის მაისი დატვირთული თვე გამოდგა. პოპულარულ სამხრეთკორეულ პლატფორმაზე ZEPETO ერთდროულად ორი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ZARA-სა და Gucci-ს ბრენდები მონაწილეობდნენ.
ZARA x ZEPETO: ნაზი საგაზაფხულო ციფრული კოლექცია Fairy Magic Idols
2023 წლის 10 მაისს ესპანურმა ბრენდმა ZARA ვირტუალური ტანსაცმლის ახალი კოლექცია Fairy Magic Idols წარმოადგინა. შემქმნელები მას ამ გაზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ კოლექციას უწოდებენ და ძნელია, არ დაეთანხმო მათ.
ციფრული კოლექცია ZARA-სგან - Fairy Magic Idols წყარო: https://www.zara.com
Fairy Magic Idols მოიცავს 14 ნივთს, რომლებიც განკუთვნილია ZEPETO-ს მომხმარებლის ავატარებისთვის. მაისურები, ბოდეები, სარაფნები, ტოპები, ჯინსები, ფეხსაცმელი და აქსესუარები მორთულია ყვავილების ორნამენტებით, პეპლებითა და ბაფთებით.
მაისური და ჩანთა კოლექციიდან Fairy Magic Idols წყარო: https://www.zara.com
კოლექციის გამოსვლისთანავე, პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეეძლოთ არა მხოლოდ ელეგანტურად შეემოსათ თავიანთი ვირტუალური ვერსიები, არამედ გათამაშებაშიც მიეღოთ მონაწილეობა. 10 მაისიდან 17 მაისამდე ZARA და ZEPETO მომხმარებლებს სთავაზობდნენ, ებრძოლათ სამი გრანდ-პრიზისთვის 50 ZEM-ის სახით და დამატებითი მონეტებისთვის, რომლებიც 15 ფინალისტს შორის გადანაწილდა. ყველა მსურველს Fairy Magic Idols-ის ფოტოჯიხურში საკოლექციო ტანსაცმელში უნდა გადაეღო სურათი და გამოექვეყნებინა ფიდზე და სხვა სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით #zaraxzepeto და #fairymagicidols. გათამაშებაში გამარჯვებულები ორგანიზატორებმა 24 მაისს დაასახელეს.
გათამაშებაში მონაწილეობა Fairy Magic Idols-ის ტანსაცმლის მფლობელებს შეეძლოთ წყარო: https://www.zara.com
Gucci Cruise 2024: ჩვენება კიონბოკუნის სასახლეში და ZEPETO-ს ლოკაციაზე
Gucci Cruise-ის ტრადიციული ყოველწლიური კოლექცია 16 მაისს სეულში, ლეგენდარულ კიონბოკუნის სასახლეში წარმოადგინეს. ტრანსლაცია ZEPETO-ზე ბრენდის საკუთარ სივრცეში მიმდინარეობდა. პლატფორმის მომხმარებლები, ცნობილი მოდის სახლის ჩვენებაზე პირველ რიგში ყოფნით, უნიკალური ციფრული გამოცდილების მიღება, ვირტუალურ მაღაზიაში ციფრულ ბრენდული პროდუქციის ყიდვა და Gucci-ს ფოტოჯიხურში სურათების გადაღება შეეძლოთ.
Gucci Cruise 2024 წყარო: https://twitter.com/zepeto_official
Gucci Cruise 2024 არ არის იტალიური luxury-ბრენდის პირველი გამოცდილება ZEPETO-ში. მანამდე ბრენდები ონლაინ სივრცეში Gucci-ს კოლექციების გამოფენებს არაერთხელ მართავდნენ და სერვისის მომხმარებლებს ექსკლუზიურ ციფრულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობდნენ.
ZEPETO-ს შესახებ
ZEPETO არის მობილური ჩატ აპლიკაცია, რომელიც სამხრეთკორეული კომპანია SNOW-ის მიერ არის შექმნილი. სოციალური ქსელი, რომელშიც მომხმარებლებს არა კლასიკური პროფილების, არამედ კასტომიზაციის შესაძლებლობის მქონე ვირტუალური ავატარები შექმნა მოუწევთ, ერთ-ერთი ყველაზე ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა Android-სა და iOS-ზე.
ZEPETO-ს იყენებს 300 მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. აქ შეგიძლიათ, ესაუბროთ სხვა მონაწილეებს, შექმნათ ვირტუალური ნივთები და სამყაროები, ჩაატაროთ პირდაპირი ეთერები და გამოიმუშაოთ შიდა ვალუტა სხვადასხვა აქტივობების მსვლელობისას. როგორც თავად დეველოპერები ამბობენ, ZEPETO არის პლატფორმა შემოქმედებითი პიროვნებებისთვის და მასზე შესაძლებელია ყველაფერი, რასაც მათი ფანტაზია გასწვდება.