#BTC


ნაპოვნია 97 სტატია

ბოლო

Mt.Gox-ის კრედიტორებს, როგორც იქნა, მათ ფულს დაუბრუნებენ

გადახდები 10 მარტიდან დაიწყება და ის როგორც BTC-ში, ასევე ფიატურ ვალუტაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოსარჩელეები იმ თანხის დაახლოებით მეხუთედს მიიღებენ, რასაც ისინი სარჩელში ითხოვენ. 2019 წელს ბირჟის ბალანსმა 142 ათასი BTC ($3,3 მლრდ), 143 ათასი BCH ($19 მლნ) და $510 მლნ. იაპონურ იენაში შეადგინა. უნდა ითქვას, რომ Mt.Gox-ის გარშემო სიტუაცია იმდენად უიმედო იყო, რომ ბევრი ინვესტორი თავისი მონეტების მიღებას ღმერთის საჩუქარს უწოდებს. თანაც ბიტკოინები სულ სხვა ფასის დროს დაიაკრგა. კრედიტ-კომპანიის, Blockstream-ის გენერალური დირექტორი ადან ბეკი ამბობს: „მე მნიშვნელოვანწილად Mt.Gox-ზე არსებული ჩემი ბიტკოინები ჩამოვწერე, როგორც ზარალი. ამიტომ სუფთა ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაფერი, რასაც ახლა მივიღებ, არის ცივი შენახვის ბონუსი“.

ატომური მაინინგი - შესრულებულია!

პენსილვანიის შტატში ბიტკოინის მოპოვება სრულიად “მწვანე” ატომური ენერგიით დაიწყო. კომპანია TeraWulf-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ BTC-ის მოსაპოვებლად Susquehanna-ს ატომურ ელექტროსადგურს გამოიყენებს. ფაქტები ახალი ობიექტის შესახებ: ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე - 2,5 გვტ; ფიქსირებული ღირებულება ელ/ენ - $0,02 კვტ/სთ-ზე 5 წლის განმავლობაში; დაგეგმილი დატვირთვა - 50 000 მაინერი, 160 მეგავატი; ფაქტობრივი დატვირთვა ამ მომენტისთვის - 8 000 მაინერი; ონლაინ-პროდუქტიულობის უნარი - 5,5 EH/s; კვტ/სთ-ის ასეთი ფასი სუპერ მოგებას გვპირდება, თუნდაც დათვის ბაზრის პირობებში. ეს არ გეგონოთ სკოლის სარდაფში BTC-ის მაინინგი.

41 - 60 97 შედეგიდან