#cbdc
ნაპოვნია 19 სტატია
ბოლო
Ripple მონტენეგროს CBDC-ის შემუშავებაში დაეხმარება
მონტენეგროს ცენტრალურმა ბანკმა Ripple-თან პარტნიორობა გააფორმა. მისი მიზანი მონტენეგროს ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობების შესწავლაა, რომელმაც შეიძლება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, (CBDC) ან სტეიბლკოინის სახე მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროზონის წევრი არ არის, 2002 წელს მან ევრო ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა.დიდი ბრიტანეთის ხაზინა ეძებს კრიპტელს!
მათ LinkedIn-ზე გამოაქვეყნეს ახალი ვაკანსია: „Head of Central Bank Digital Currency“ "წარმატებული კანდიდატი უხელმძღვანელებს მისი უდიდებულესობის ხაზინის მუშაობას პოტენციურ ციფრულ ფუნტზე - დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე (CBDC)", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ადრე დიდი ბრიტანეთის ბანკმა განაცხადა, რომ FTX-ის კრახმა დაადასტურა ციფრული ფუნტის შემოღების აუცილებლობა.სჭირდება თუ არა უკრაინის ეკონომიკას ციფრული ვალუტა Е-გრივნა
თავისი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტით (CBDC) უკრაინის ეროვნული ბანკი 2017 წლიდან არის დაკავებული. Е-გრივნა უკრაინის ეროვნული ბანკის მრავალ პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელსაც „მტვერი დაედო“. ცოტა ხნის წინ ეს პროექტი ისევ ახსენეს. მოდით გავაანალიზოთ, ნამდვილად სჭირდება თუ არა Е-გრივნა უკრაინის ეკონომიკას?"ციფრული ევრო შეიძლება არც იყოს!" - ფ. პანეტა, ეცბ
ევროპარლამენტის ზოგიერთ დეპუტატსა და საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული ევროს დანერგვის აუცილებლობაში ეჭვი სულ უფრო ხშირად ეპარება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პერიოდულად იმართება აქციები CBDC-ის დანერგვის წინააღმდეგ. ეჭვები ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებსაც უჩნდებათ.ჰონგ კონგი იწყებს CBDC პროგრამას
ჰონგ კონგის ფულად-საკრედიტო სამმართველომ (HKMA) გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) მსოფლიო დანერგვის გზაზე. ხუთშაბათს მათ წარმოადგინეს ჰონგ კონგის ელექტრონული დოლარის (e-HKD) საპილოტე პროგრამა და განმარტეს მისი გამოყენების მრავალი ვარიანტი გადახდებსა და ტოკენიზებულ დეპოზიტებში.CBDC საპრეზიდენტო რბოლაში საკვანძო თემა ხდება
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე წელიწადნახევარი რჩება. მაგრამ, დებატები ცენტრალური ბანკებისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის როლსა და CBDC-ის დანერგვაზე უკვე სერიოზულ მასშტაბებს იღებს. აშშ-ის პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატი მკაფიოდ მიანიშნებს: "NO!", არავითარ ციფრულ დოლარს ისინი არ შეეგუებიან.Stellar და ბრაზილია CBDC-ის ტესტირებას ასრულებენ
ბრაზილიის ციფრულმა რეალმა საჯარო ბლოკჩეინში საპილოტე ტესტი გაიარა.პროექტი ადგილობრივი ბირჟის Mercado Bitcoin ბაზაზე, Stellar-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარდა KYC პროცედურა,ვინაობის დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების საფუძველზე თაღლითობისგან დაცვის შემოწმება, და უშუალოდ სახსრების გადარიცხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ქვეყნის კანონების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა (კიდევ კარგი,ტესტების ჩატარება ჯერ არ ყოფილა აკრძალული), თუმცა Mercado-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა,რომ ცენტრალური ბანკის რეალური მოტივაცია იყო სურვილი ენახათ,თუ რა ხდება მაშინ,როდესაც ისინი ფულზე პირდაპირ კონტროლს კარგავენ.კიდევ ხუთმა ქვეყანამ თქვა უარი CBDC-ზე
უფრო და უფრო მეტი ქვეყანა, რომელიც ცდილობდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვას, საპილოტე პროექტების განხორციელების შემდეგ სრულად უარს ამბობს ამ იდეაზე. სადღაც, ვერ იმუშავა იუზქეისებმა, სადღაც ის მიზანშეუწონლად მიიჩნიეს და გარკვეულ ქვეყნებში, CBDC-მ მოქალაქეებისა და ბიზნესებისგან ვერ მიიღო მხარდაჭერა.როგორ აუაროს რუსეთმა გვერდი სანქციებს კრიპტოვალუტებით და CBDC-ით
დასავლეთის ფინანსურმა სანქციებმა უკვე აიძულა რუსული მცირე ბიზნესი, ანგარიშსწორება სტეიბლკოინებში ეწარმოებინა. ახლა ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებაში კრიპროვალუტისა და CBDC-ის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკიც ალაპარაკდა. გახდება თუ არა ვირტუალური აქტივები მყუდრო ნავსაყუდელი აგრესორისთვის?ნიგერია პროექტ CBDC-ის ჩავარდნას აღიარებს და ბიტკოინს აკანონებს
ნიგერიის ცენტრალური ბანკის პროექტი, რომელიც სახელმწიფო ციფრული ვალუტის, eNaira-ს დანერგვას გულისხმობდა, ჩავარდა. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების სრული აკრძალვა საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენების ნებართვით შეეცვალა.1 - 19 19 შედეგიდან