#ftx


ნაპოვნია 63 სტატია

ბოლო

გაკოტრებული ბირჟა FTX მუშაობას განაახლებს?

გაკოტრებული ბირჟა FTX მუშაობას განაახლებს? ჯონ რეი III-მ, რომელმაც ახლახან დაიკავა გაკოტრებული ბირჟის CEO-ს პოსტი, რამდენიმე მინიშნება გააკეთა ბირჟის აღორძინების შესაძლებლობაზე.ბილინგის უახლესი ანგარიშები ავლენს დამაინტრიგებელ ფაქტებს: რეიმ 6.7 საათი დახარჯა 2.0-თან დაკავშირებულ ასპექტებზე მუშაობაში, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ განახლებული ბირჟა, შესაძლოა, FTX 2.0-ს სახით მოგვევლინოს.ამ დროისთვის, ცოტა რამ ადასტურებს ბირჟის აღორძინების შესაძლებლობას, არსებობს მხოლოდ თეორიული მოსაზრებები და შიდა გეგმები. თუმცა, რეის ბოლომდე არ უარყვია ეს პერსპექტივა, როდესაც იანვარში განაცხადა: "ყველაფერი განიხილება. თუ არსებობს რეალური გზა, ჩვენ არა მხოლოდ შევისწავლით, არამედ მივყვებით მას."აპრილში, FTX-ის მთავარმა იურისტმა ენდი დიტდერიხმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტურ ბირჟას შეეძლო ფუნქციონირების განახლება. ასეთ ნაბიჯს დასჭირდებოდა კაპიტალის მნიშვნელოვანი შედინება და მას შეეძლო მომავალ ბირჟაზე კლიენტები წილებითაც კი უზრუნველეყო. თუმცა, დიტდერიხმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ ერთია მრავალი შესაძლებლობიდან და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.გავრცელებული ინფორმაციით, ვენჩურული ფირმა Tribe Capital-მა გამოავლინა ინტერესი ბირჟის განახლების დაფინანსების რაუნდის წარმართვისადმი.

ხუჭუჭა სემს მესინჯერებში ბრაზის ამონთხევის უფლება მისცეს

ხუჭუჭა სემს მესინჯერებში ბრაზის ამონთხევის უფლება მისცეს ნიუ-იორკის სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ FTX-ის ყოფილ ხელმძღვანელს ახლა შეუძლია, ინტერნეტში მიმოწერა აწარმოოს, ოღონდ გარკვეული შეზღუდვებით. ?არ შეიძლება Signal-ის, ან სხვა აპლიკაციების გამოყენება, რომლებსაც აქვთ გაქრობადი, ან დამალული შეტყობინების ფუნქცია ? არანაირი კომუნიკაცია FTX-ის, ან Alameda-ს თანამშრომლებთან ? კომუნიკაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლების თანდასწრებით რას მოიფიქრებს სემი, რათა ბრალდების მხარის დაჟინებული მზერის ქვეშ რაიმე არსებითი დაწეროს? ჩიტების ენაა? ამას მალე შევიტყობთ.
1 - 20 63 შედეგიდან