#infrastructure


ნაპოვნია 21 სტატია

ბოლო

ბუტერინი და ნაილვალი COVID-19-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან

Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი, ინდურ კრიპტოფონდ Crypto Relief-თან და Polygon-ის თანადამფუძნებელ სანდიპ ნაილვალთან ერთად, ინდოეთში COVID-19-ის კვლევისა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $100 გამოყოფს. ბუტერინმა, რომელიც COVID-19-ის მუდმივ საფრთხესა და შესაძლო სამომავლო პანდემიების ალბათობას აღიარებს, 8 ივნისს Twitter-ზე კომპლექსური გლობალური გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ დაწერა. მან ხაზი გაუსვა ამ პრობლემების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია წამყვანი სამეცნიერო ინოვაციებისა და ეფექტური ღონისძიებების შეხამება. გულუხვი შემოწირულება გამოყენებული იქნება კვლევის კრიტიკულ სფეროებში, კერძოდ, COVID-19-ის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემის შესწავლასა და მოწინავე სამედიცინო აღჭურვილობის განვითარებას მოხმარდება. პროექტის ავტორების აზრით, ასეთი პრიორიტეტები დაეხმარება ვირუსის გავლენის უკეთ გააზრებასა და შერბილებას, რაც, საბოლოო ჯამში, მისი გავრცელების შეკავებასა და დაშავებული ადამიანების სამედიცინო დახმარების ეფექტურობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

Stellar და ბრაზილია CBDC-ის ტესტირებას ასრულებენ

ბრაზილიის ციფრულმა რეალმა საჯარო ბლოკჩეინში საპილოტე ტესტი გაიარა.პროექტი ადგილობრივი ბირჟის Mercado Bitcoin ბაზაზე, Stellar-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარდა KYC პროცედურა,ვინაობის დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების საფუძველზე თაღლითობისგან დაცვის შემოწმება, და უშუალოდ სახსრების გადარიცხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ქვეყნის კანონების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა (კიდევ კარგი,ტესტების ჩატარება ჯერ არ ყოფილა აკრძალული), თუმცა Mercado-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა,რომ ცენტრალური ბანკის რეალური მოტივაცია იყო სურვილი ენახათ,თუ რა ხდება მაშინ,როდესაც ისინი ფულზე პირდაპირ კონტროლს კარგავენ.

ნარკოტიკების რუსული მარკეტპლეისები დარქნეტისთვის იბრძვიან

რუსული პლატფორმა Solaris-ი გატეხა სავაჭრო პლატფორმა Kraken-მა, რომელიც ასევე რუსულენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. Kraken-ში აცხადებენ, რომ აკონტროლებენ Solaris-ის ინფრასტრუქტურასა და Gitlab-ის რეპოზიტორიუმს, ასევე დაბლოკეს და გაძარცვეს მათი კრიპტოვალუტის საფულეები. ორივე პლატფორმა რუსულ ოპერატორთან არის დაკავშირებული და ორივეზე დარქნეტში ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25% მოდის. დანამდვილებით ცნობილია, რომ Solaris-ი სარგებლობდა კრემლის მომხრე ჰაკერების Killnet-ის მომსახურებით, რომლებმაც 2022 წელს განახორციელეს DDoS შეტევები უკრაინასა და ევროპაში სახელმწიფო სერვერებზე. Solaris-ის ყველა მომხმარებელი ახლა ავტომატურად გადამისამართდება Kraken-ის საიტზე, რადგან ჰაკერებმა არა მხოლოდ კოდზე და საფულეებზე მოიპოვეს კონტროლი, არამედ გააკეთეს გადამისამართებაც. უსასრულოდ შეიძლება უყურო სამ რამეს: ცეცხლის ალს, წყლის დინებას და რუსებს, რომლებიც ერთმანეთს ანადგურებენ. დღემდე უცნობია, რა არის ეს Kraken-ი. იქნებ ჩვენიანია ვინმე.

Sidebar ad banner

BMW საკუთარი ლოიალურობის პროგრამისთვის BNB Chain-ს გამოიყენებს

პრესრელიზის მიხედვით, BMW აპირებს გამოიყენოს ბლოკჩეინის ტექნოლოგია ქაღალდის საბუთებთან მუშაობის შესამცირებლად და ტაილანდში ლოიალობის პროგრამის ინტეგრირებისთვის. ავტომწარმოებელმა Coinweb პლატფორმა აირჩია, როგორც დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი და ასევე BNB Chain ბლოკჩეინი ტრანზაქციების განსახირციელებლად. ახალი ლოიალობის პროგრამის მეშვეობით BMW-ს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ბლოკჩეინზე ჯილდოები შესყიდვებისთვის და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. მომხმარებლები შეძლებენ ტოკენების გაცვლას BMW-ს, ასევე მესამე მხარის კომპანიების პროდუქტებსა და სერვისებზე, ტოკენების ტრანზაქციები BNB Chain-ში განხორციელდება.

1 - 20 21 შედეგიდან