#it


ნაპოვნია 414 სტატია

ბოლო

ვინ დაზარალდა Genesis-ის გაკოტრებით

ხუთშაბათს Genesis-მა შეიტანა განაცხადი გაკოტრების შესახებ მე-11 თავთან შესაბამისობაში და უკვე ცნობილი ხდებიან მთავარი კრედიტორები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ კომენტარი. ბირჟა Gemini ბანკროტის მთავარი კრედიტორია. მისი ზარალი 750 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. საინვესტიციო ფონდი Mirana. მის მიმართ დავალიანება დაახლოებით 127 მილიონი დოლარია და მათ თავად დააკრედიტეს ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Bybit და BitDAO. Decentraland. წარმომადგენლების ოფიციალური განცხადების თანახმად, Genesis-ის ვალი მათ მიმართ $7,8 მილიონ დოლარს შეადგენს. Stellar Blockchain-ი ამტკიცებს, რომ $13 მილიონი დოლარის კრედიტი გასცა. Coincident Cap-მა დაადასტურა 110 მილიონი დოლარის ვალი მის მიმართ. ყველა კრედიტორი ამტკიცებს, რომ Genesis-ის პრობლემური ვალდებულებები არ შეუშლის ხელს მათ მუშაობას და შესაძლო ზარალი გადაიფარება. მართალია, ვის ხარჯზე - არ აკონკრეტებენ. Genesis-ის მთლიანი ვალი 3,4 მილიარდი დოლარია. ამიტომ დაზარალებული კრედიტორების შესახებ სიახლეებს მაინც უნდა ველოდოთ.

National Geographic-მა Polygon-ზე NFT-კოლექცია გაუშვა

301 - 320 414 შედეგიდან