#president
ნაპოვნია 17 სტატია
ბოლო
აშშ-ში დეფოლტი გაუქმებულია!
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკელმა“ კევინ მაკკარტიმ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, რომელიც დღეს $31.4 ტრლნ-ს შეადგენს. მმართველობის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბარი შაბათს საღამოს გამართეს და ჩიხში შესული სიტუაციის გადაჭრის ვარიანტები განიხილეს.ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაცია: როგორ იყენებს Amazon-ი AI-ს
Amazon-მა ხელოვნურ ინტელექტს (AI) მიწოდების ოპერატიულობის გაზრდის მიზნით მიმართა. სტეფანო პერეგო, Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტმა მომხმარებელთა მომსახურებასა და ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის გლობალური ოპერაციების სერვისებში, გააზიარა კომპანიის ხედვა ლოგისტიკის ოპტიმიზაციაში AI-ის ეფექტიანობის თაობაზე.უკრაინა და BlackRock საინვესტიციო ფონდს ქმნიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ შეხვდა მსოფლიოში უმსხვილესი ინვესტიციების მართვის კომპანიის BlackRock-ის ლიდერებს,რათა განეხილათ საინვესტიციო ფონდის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. ფონდი დაფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კაპიტალით და ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიან ბიზნეს პროექტებს უკრაინაში. უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი BlackRock Financial Market Advisory-თან უკრაინის განვითარების ფონდის გაფართოებისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაზე. ამ ფონდის შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რადგან უკრაინას ამ მასშტაბის მნიშვნელოვანი კერძო ინვესტიციები ჯერ არ უნახავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებული განხორციელება, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ძლიერი სიგნალი იქნება. პროექტის გამჭვირვალობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად უკრაინამ მოიწვია წამყვანი ფინანსური და საკონსულტაციო ორგანიზაციები, როგორიცაა BlackRock, JP Morgan და McKinsey. ეს ინიციატივა პოზიტიური მოვლენაა უკრაინის ეკონომიკისთვის და კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიმართ მთავრობის ერთგულების დასტურია. უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისკენ.თეთრი სახლის ანგარიში კრიპტოზე
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის 2023 წლის ეკონომიკური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კრიპტოვაქტივებს არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნიათ და არ წარმოადგენენ ფიატის ფულის ეფექტურ ალტერნატივას, ასევე მითითებულია,რომ ციფრული აქტივები აღმოჩნდა უკიდურესად არასტაბილური და თაღლითობისთვის მოწყვლადია.ძველი მეგობარი ბაიდენი დახმარებას არ აყოვნებს!
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად დაჰპირდა , რომ Silicon Valley Bank-სა და Signature Bank-ის გაკოტრებაში დამნაშავე პირებს მისცემდა პასუხისგებაში და ამერიკელები მათი დეპოზიტების უსაფრთხოებაში დაარწმუნა. "ამერიკელ ხალხს და ამერიკულ ბიზნესს შეუძლია დარწმუნდეს, რომ მათი საბანკო ანაბრები იქ იქნება, როდესაც მათ ისინი დასჭირდება", - დაწერა მან. ველოდებით დეტალებს!Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს
Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს ფიშინგური თავდასხმის შედეგად როუზმა $1,1 მილიონზე მეტი ღირებულების 40 იშვიათი NFT დაკარგა. კევინმა პირადად გამოაცხადა ჰაკინგის შესახებ Twitter-ზე და ითხოვა დროებით არავის შეეძინა Autoglyph და Chromie Squiggles. PROOF-ის ვიცე-პრეზიდენტმა ინჟინერიის საკითხებში არან შლოსბერგმა დეტალურად აღწერა თაღლითური სქემა. მისი თქმით, „ჰაკინგის ტექნიკური ასპექტი შემოიფარგლებოდა OpenSea-ს ბაზარზთან კონტრაქტში მიღებული ხელმოწერების შექმნით“. როუზთან ერთად მათ მაშინვე გამოიყენეს Revoke Cash, მაგრამ უკვე გვიანი იყო. PROOF-ში ხაზს უსვამენ, რომ მომხმარებელთა აქტივები არ დაზარალდა, რადგან რესურსების დიდ უმრავლესობაზე წვდომა მრავალ ნებართვას მოითხოვს.აშშ-ის ბიტკოინ-მაინერებმა შვებით ამოისუნთქეს
ვიდრე ყველა ელოდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკკარტის შორის მიღწეული შეთანხმების პუბლიკაციას აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე, გარიგების ერთი დამაინტრიგებელი ასპექტი, სავარაუდოდ, ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთ საგადასახადო წინადადებას მნიშვნელოვნად აფერხებს.თურქეთის არჩევნებმა, შესაძლოა, კრიტოინდუსტრიის მომავალი შეცვალოს
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდება. ძირითადი ბრძოლა მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის ოპოზიციის ლიდერს, ქემალ კილიჩდაროღლუს შორის გაიმართება. საპრეზიდენტო რბოლის შედეგებმა, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტსა და, მთლიანად, კრიპტოინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.AI უსაფრთხოება: თეთრი სახლი დარგის ლიდერებს ხვდება
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და გამოწვევების განსახილველად, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ახლახან შეხვდა ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში: OpenAI-ს, Microsoft-ს, Google-სა და Anthropic-ს. დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა AI ტექნოლოგიის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის მთავარი აქცენტი სისტემის გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა იყო.1 - 17 17 შედეგიდან