მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია - Shibuya-სა და სტივ აოკის ინიციატივა
გსურთ ქარიზმატულ სტივ აოკისა და სეთ გრინთან ერთად უნიკალური ვიდეოკონტენტის შექმნაში მიიღოთ მონაწილეობა? Web3 ვიდეოპლატფორმა Shibuya-ს წყალობით, ასეთი შესაძლებლობა არსებობს!
2023 წლის 1 თებერვალს, მუსიკოსმა, მსახიობმა და ციფრულმა მხატვარმა pplpleasr, რომელიც Shibuya-ს თანადამფუძნებელია, ინტერაქციული პროექტის, Dominion X-ის გაგრძელება დააანონსა. Dominion X: Level 2-ში Replicant X კოლექციის NFT-ების მფლობელები შეძლებენ, სიუჟეტური ხაზები განსაზღვრონ და Stoopid Buddy Stoodios-ის პროფესიონალებთან ერთად ორიგინალური ციფრული თხრობა შექმნან.
წყარო: replicantx.xyz
შემქმნელები აცხადებენ, რომ პროექტის მონაწილეებს კადრობრივი ანიმაციის ახალი საწარმოო მოდელი ელოდება. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვას ვიდეოპლატფორმის ყველა მომხმარებელი შეძლებს, ბედს კი მხოლოდ პერსონაჟ X-იანი NFT-ის მფლობელები განსაზღვრავენ. კონკრეტულად რა გავლენას მოახდენენ ისინი მოვლენების განვითარებაზე?
4000 NFT-ის მფლობელებს (სხვათა შორის, სტივ აოკის მიერ პირადად შერჩეულებს) შესთავზეს, 6 თებერვალს თავიანთი ციფრული აქტივების სტეიკინგი უშუალოდ Shibuya-ზე მოეხდინათ. ეს პირობა სავალდებულოა, თუ პროექტში ხმის უფლების მოპოვება გსურთ. მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, Stoopid Buddy Stoodios მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელიც ყოველკვირეულად Replicant X საზოგადოებაში გაიმართება. სწორედ პერსონაჟი X-ის მფლობელები გახდებიან ყოველი სცენის ფინალის ავტორები რეალურ დროში.
წყარო: OpenSea
ალბათ ყველას აქვს სურვილი, ციფრული მაესტროს შემოქმედების მონაწილე გახდეს. მაგრამ ეს ყველა ბონუსი როდია, რომელსაც Dominion X: Level 2 მონაწილეები მიიღებენ. ხელოვნებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ჯილდო იშვიათი სამახსოვრო NFT-ები იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა. არაჩანაცვლებადი ტოკენის იშვიათობის ხარისხის განსაზღვრისას, დეველოპერები საზოგადოების კონკრეტული წევრის აქტივობას გაითვალისწინებენ.
Shibuya ციფრული მხატვრის, ემილი იანგისა და პროფესიონალი კონცეპტ-მხატვრის, ვიდეოთამაშებისა და კინოს ინდუსტრიაში მოღვაწე მაჩეა კუჩერას ერთობლივი პროექტია. ინტერაქციული ვიდეოპლატფორმა 2022 წლის მარტში ამოქმედდა და თავდაპირველად თვითდაფინანსების პრინციპით მუშაობდა.
თუმცა, კრიპტობაზრის მდგომარეობის რეალური შეფასების შედეგად, 2022 წლის დეკემბერში თანადამფუძნებლებმა პროექტის შემდგომი განვითარებისა და ავტორთა გუნდის გაფართოებისთვის საწყისი დაფინანსება მოიზიდეს. $6,9 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს ვენჩურულმა ფონდებმა Andreessen Horowitz და Variant, ასევე NBA-ს სუპერვარსკვლავმა, კევინ დურანტმა, მსახიობმა და მომღერალმა პერის ჰილტონმა და DeFi პროექტ Aave-ის დამფუძნებელმა და CEO-მ, სტანი კულეშოვმა.