სლიმ შეიდი და სნუპ დოგი VMA-ზე Bored Ape-ის სტილში გამოვიდნენ

ფოტო - სლიმ შეიდი და სნუპ დოგი VMA-ზე Bored Ape-ის სტილში გამოვიდნენ
ლეგენდარულმა რეპერებმა ემინემმა და სნუპ დოგმა დაუვიწყარი შოუ მოაწყვეს.
გამოსვლის დროს, რომელიც იყო შთაგონებული მეტასამყაროს Otherside-ის მიერ (Yuga Labs BAYC-ისა და Animoca Brands-ის ერთობლივი პროექტი), ორი რეპერის ახალი ერთობლივი სინგლი "From the D 2 the LBC" იყო შესრულებული, რომელივ NFT-გან მიღებული შტაბეჭდილებების ქვეშ დაიწერა .

ორივე რეპერი ასევე „საუკეთესო ჰიპ-ოპის“ ჯილდოზე იყვნენ ნომინირებულები, რომელშიც მათმა კონკურენტმა ნიკი მინაჟმა გაიმარჯვა.

გამოსვლის შემდეგ, სნუპ დოგმა გადმოპოსტა უამრავი პოსტი Twitter-ზე, ზოგიერთში ეწერა: „ასე რა! @Eminem @SnoopDogg @BoredApeYC და KODAS ისტორიაში შევიდნენ  და ახლახან დაგლიჯეს  @vmas!

წელს VMA-მა, რომლის აუდიტორია 2011 წელს 12,4 მილიონი მაყურებლიდან 2021 წელს 900 000-მდე შემცირდა, ასევე შემოიღო კატეგორია „საუკეთესო შესრულება მეტასამყაროში“. მიუხედავად იმისა, რომ ნომინანტებს შორის იყვნენ ჯასტინ ბიბერი, The Rift Tour (არიანა გრანდეს მონაწილეობით) და Twenty One Pilots, ჯილდო სწორედ BLACKPINK-მა (The Virtual)  მიიღო.

The Otherside-მა, გეიმიფიცირებულმა, ურთიერთქმედებაში მყოფმა მეტასამყარომ, რომელიც  მასობრივ მრავალმომხმარებლიან როლურ ონლაინ-თამშებს და web3-ით მხარდაჭერილ ვირტუალურ სამყაროებს აერთიანებს, 16 ივლისს პირველად გაუხსნა კარი Voyagers-სა და რჩეული  დეველოპერებს.  

ემინემიც და სნუპ დოგიც NFT-ის ფანები არიან. ახლა პირველის Twitter-ის გვერდზე   NFT Bored Ape-ის სურათია გამოქვეყნებული, ასევე ცნობილი როგორც "EminApe", შექმნილი GeeGazza-ს მიერ. მაიმუნს, რომელიც ემინემმა 31 დეკემბერს შეიძინა 123,45 ETH-ად (იმ დროისთვის დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი), ატარებს ხაკის სამხედრო ქუდს და ოქროს ჯაჭვს. სნუპ დოგი ასევე ფლობს NFT-ს, რომელიც მან 22 დეკემბერს შეიძინა.

მანამდე Gagarin News-მა Bored Ape-ის მოსალოდნელი კრიზისი გააშუქა.