ტოპ-5 მობილური კრიპტოსაფულე

ფოტო - ტოპ-5 მობილური კრიპტოსაფულე
მობილური საფულე კრიპტოვალუტის შენახვის პოპულარული მეთოდია, რომლით სარგებლობაც ასევე მოსახერხებელია სმარტფონიდან.
კრიპტოვალუტის ბირჟის FTX–ის სკამმა მომხმარებლები აიძულა ფული ბირჟებიდან საფულეებში გადაეტანა. Ledger–ისა და  Trezor–ის მსგავსი  ცივი საცავები გრძელვადიანი ინვესტირებისთვისაა განკუთვნილი, და არა კრიპტოვალუტების მუდმივი გამოყენებისთვის.  
ამისთვის ყველაზე კარგად  მობილური საფულეები გამოდგება. Seed-ფრაზა და სმარტფონის სტანდარტული უსაფრთხოება პაროლისა და Face ID–ის სახით –უსაფრთხოების ეს ატრიბუტები სტაბილური მუშაობისთვის სავსებით საკმარისია.  

ჩვენ შევარჩიეთ მობილური კრიპტოსაფულეების ტოპ–ხუთეული, რომელიც კრიპტელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.  

Trust Wallet

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საფულე. ერთი კვირით ადრე ბრაუზერ ვერსიაც გამოვიდა, ასე რომ ახლა  Trust–ის გამოყენება კომპიუტერიდანაც შეიძლება. საფულეს ბევრი კრიპტოვალუტის  ნაგულისხმევი ხელმისაწვდომობა აქვს,ათობით  EVM-ქსელების და მათზე არსებული ტოკენების ჩათვლით, რომელთა საფულეში დამატებაც  კონტრაქტის მეშვეობითაა შესაძლებელი.  არის  NFT ფუნქციის მხარდაჭერაც, და დეცენტრალიზებული ბირჟის ჩაშენებული ფუნქციონალი, თუმცა რომელიმე   DEX–ზე დაერთება  დანაყოფში  «ბრაუზერი» და გადაცვლის იქ შესრულება ჯობია, რადგან Trust  მომსახურებისთვის დამატებით საკომისიოს ითხოვს.

მთლიანობაში,  Trust Wallet გულებს თავისი ბანალობითა და სიმარტივით იგებს. პროექტს აქვს ნატიური ტოკენი  TWT, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში FTX–ის კრახის ფონზე  150%–ით გაიზარდა.  TWT–ს ღირებულებაა $2.2, რაც პროექტს $940 მილიონის კაპიტალიზაციას აძლევს. 
კრიპტოსაფულის Trust Wallet  ფუნქციონალი

კრიპტოსაფულის Trust Wallet ფუნქციონალი

Metamask

პოპულარული საფულის მობილური ვერსია Google Chrome–ის ბრაუზერისთვის. აქვს ბლოკჩეინის  Ethereum და ყველა  EVM-ქსელის მხარდაჭერა, რომელთა დამატებაც ხელით ან სერვისის  Chainlist.org მეშვეობით შეიძლება. 

Trust–ის მსგავსად, აქვს NFT–ს მხარდაჭერა და ჩაშენებული ბრაუზერის მეშვეობით დეცენტრალიზებულ ბირჟებზე და აპლიკაციებზე წვდომა. Metamask–ის მთავარი ნაკლია – მისი მხოლოდ ქსელზე  Ethereum და ანალოგიური არქიტექტურის მქონე ბლოკჩეინებზე ორიენტირება.  ბლოკჩეინების Solana, Polkadot და სხვების გამოსაყენებლად ის არ გამოდგება.

Metamask–ს არ გააჩნია საკუთარი ტოკენი, მაგრამ გუნდმა მისი გამოშვება და შექმნა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანონსა. მონეტის მიღებას გადაცვლისთვის, კროსჩეინ–ოპერაციებისთვის და ხიდის გამოყენებისთვის  საცავის ადრეული მომხმარებლები  შეძლებენ.
კრიპტოსაფულის  Metamask ფუნქციონალი

კრიპტოსაფულის Metamask ფუნქციონალი

Coin 98

ეს საფულე უფრო კრიპტობირჟას მოაგონებს. აქ სავაჭრო პლატფორმების გარეშე მუშაობისთვის ყველა საჭირო ატრიბუტია: კრიპტოს ფიატის ნაცვლად ყიდვის შესაძლებლობა, სატესტო ტოკენების კრანები, სტეიკინგში მონეტების ჩადების შესაძლებლობა, მათი ქსელებს შორის გაცვლა და სხვა ფუნქციონალი.

Coin 98–ს აქვს უამრავი ბლოკჩეინის მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი ქსელების, რომლებიც ჯერ  გაშვებულან  Mainnet–ში (მაგალითად, Sui). ასევე არსებობს რეფერალური პროგრამა, რომელიც ახალი მომხმარებლების მოწვევისთვის ქულებს გაძლევს.

პროექტის ნატიური ტოკენია – C98. აქტუალური ღირებულება – $0.23, საბაზრო კაპიტალიზაცია  $65მილიონს შეადგენს.
კრიპტოსაფულის  Coin 98 ფუნქციონალი

კრიპტოსაფულის Coin 98 ფუნქციონალი

1Inch Wallet

დეცენტრალიზებული ბირჟების აგრეგატორის საფულე 1Inch. აღნიშნული პლატფორმის ვრცელი  მიმოხილვა ჩვენს სტატიაში გვქონდა. საცავში ბევრი რამ  Metamask–ს მოაგონებს, მაგრამ მთავარი ქსელები ავტომატურადაა ინტეგრირებული, ხელით შეყვანის საჭიროების გარეშე. ასევე საფულე აჩვენებს, რამდენი შესაძლო ტოკენია საცავში, მაშინაც კი, როდესაც მონეტა არაა ხელმისაწვდომ მიმომხილველებში.

აპლიკაციის ადრეულ ვერსიაში იყო ტოკენების  საკუთარი DEX-ბირჟის შუამავლობით  პირდაპირ საფულეში ტოკენების გადაცვლის შესაძლებლობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია რატომღაც გააუქმეს. ახლა სვოპების გაკეთება ჩაშენებული ბრაუზერის მეშვეობით შეიძლება.

კაპიტალიზაციით ტოკენი  1INCH პირველ ასეულში იმყოფება (Coingecko–ს თანახმად), და  $0.52 დონეზე ვაჭრობს.
კრიპტოსაფულის 1Inch ფუნქციონალი

კრიპტოსაფულის 1Inch ფუნქციონალი

Exodus

მობილური საფულეების საკმაოდ არათვალსაჩინო წარმომადგენელი, თუმცა ძალიან პოპულარული ტრეიდერებს შორის. ფონი გაფორმებულია ლურჯ და ისსფერ ფერებში, გააჩნია ვერსიები PC-სთვის და ბრაუზერში სამუშაოდ.   აქვს  252 სხვადასხვა კრიპტოვალუტისა და ტოკენის მხარდაჭერა, მათი ინტეგრირება ხდება დეველოპერთა მიერ ახალი ქსელების დანერგვის გზით.  გააჩნია NFT–ს  შენახვის და დათვალიერების  შესაძლებლობა, შეუძლია dApp–ზე დაერთება და საცავის  საბანკო გადარიცხვით შევსება.  

Exodus–ში  შესაძლებელია რიგი მონეტების სტეიკინგი (მაგალითად, SOL, DOT, ATOM, ALGO და სხვა) ოფიციალური ვალიდატორების შუამავლობით. ამასთან ერთად საფულეს არ აქვს საკუთარი ტოკენი, რაც არ გამორიცხავს მომავალში მის გამოჩენას.
კრიპტოვალუტის საფულის Exodus ფუნქციონალი

კრიპტოვალუტის საფულის Exodus ფუნქციონალი

დღევანდელ ჩამონათვალში არ მოხვდა ცალკეული ქსელების კრიპტოსაფულები. ეს მულტივალუტური საცავებია, რომლებიც იძლევიან ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტებით სარგებლობის შესაძლებლობას. მთლიანობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მობილური საფულეები ერთმანეთისგან  დიდად არ განსხვავდებიან, ამიტომ მთავარი კრიტერიუმია მუშაობისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციები და შესაძლებლობები.