კრიპტოვალუტის დარგი მრავალი ინტერნეტმომხმარებლისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი და აუტანელი ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი მუდმივი გატეხების, ჰაკერული თავდასხმებისა და სწრაფი გამდიდრების სქემების ფონზე შელახული ავტორიტეტია.
თუმცა, Web3-ის განვითარების გზადაგზა, ჩნდება არა მხოლოდ თაღლითური პროექტები, არამედ კერძო მოთამაშეებიც, რომლებიც მათ გამოაშკარავებას ცდილობენ. ამ უკანასკნელს Hacken-ის Trust Army განეკუთვნება. Hacken უკრაინული კომპანიაა, რომელიც კიბერუსაფრთხოებისა და ბლოკჩეინის აუდიტის სექტორში საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს.
დეცენტრალიზებული ფინანსებისადმი, GameFi-ისადმი, კრიპტოვალუტის ცენტრალიზებული ბირჟებისა და სხვა კრიპტოპროექტებისადმი ნდობის აღდგენის მიზნით, Hacken-მა პლატფორმა Trust Army შექმნა, რომლის მიზანი ინტერნეტის ახალი თაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
Trust Army-ის ვებგვერდის მთავარი გვერდი
რა არის Trust Army
Trust Army მკვლევართა საზოგადოებაა, რომელიც სპეციალური პლატფორმის დახმარებით კრიპტოპროექტების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აგროვებს, მათ ტოკენომიკას, მიზნებს, იდეებს აანალიზებს, რათა მომხმარებლებს ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდოს.
ჯარს უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა, რომლებიც Web3-ის სივრცეში მორიგი სკამ პროექტების აღმოსაჩენად დაძრწიან.
Trust Army-ის წევრები საჭირო მონაცემებს აგროვებენ და სამუშაოს შედეგებს პლატფორმაზე ათავსებენ. შემდეგ მათ მოწინავე ანალიტიკოსები ამოწმებენ. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, სიმართლის მხარდამჭერები ჯილდოს იღებენ.
იმისათვის, რომ გახდეთ ქომიუნითის ნაწილი, რომელიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეპუტაციას იცავს, თქვენ Discord-ით Trust Army-ის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. თქვენ ასევე აპლიკაცია HackenAI დაგჭირდებათ, რომლის დახმარებით შესრულებული დავალებებისთვის მიღებული ანაზღაურებები იქნება განაწილებული.
პირველი მისიის წარმატებით დასრულებას ახალი წევრისთვის 700 HAI მოაქვს. მომავალში, მოგების ოდენობა დავალების სირთულეზე იქნება დამოკიდებული. თავის ბლოგში Hacken იტყობინება, რომ ყველაზე მოწინავე ექსპერტებს დღეში 100 დოლარის შოვნა შეუძლიათ.
გარდა ამისა, საზოგადოების შიგნით საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, მონაცემთა ანალიტიკის შესახებ მეტი გაიგოთ, თქვენი უნარები გააუმჯობესოთ და ამ მიმართულებით სერტიფიკატი მიიღოთ.
Trust Army-ის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ პროექტის მონაწილეების მიზანი გლობალური ცვლილებები იქნება და ისინი კრიპტოვალუტის სფეროს სანდოობაში მომხმარებელთა დარწმუნებისთვის წინაპირობების შექმნას შეძლებენ, რათა პოზიტიურ ტრენდს ტემპი შემატონ.
Hacken DAO-ს გაშლას Trust Army-ს საფუძველზე შეძლებს, რათა მონაწილეებმა მოთხოვნები დამოუკიდებლად დაამუშაონ, დავალებები ჩამოაყალიბონ და გადაამოწმონ, შემდეგ კი ჯილდოები გაანაწილონ.
Trust Army — გზამკვლევი Hacken Club-ში
Trust Army-ის ეკოსისტემას მხარს ტოკენი HAI უჭერს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ არა მხოლოდ ახალ სოციალურ პროექტს, არამედ იმ სარგებელს, რომელსაც Hacken თავისი მონეტების მფლობელებს სთავაზობს.
მას შემდეგ, რაც თქვენ საზოგადოების ნაწილი გახდებით, თქვენთვის Hacken Club-ის (კრიპტოგრაფიისა და კიბერუსაფრთხოების ენთუზიასტები, რომლებიც ციფრული სივრცის უსაფრთხოებისთვის გაერთიანდნენ) კარი გაიხსნება და utility-პროდუქტების გამოყენებაზე, HAI-ს სტეიკინგისა და ფარმინგზე წვდომა გაჩნდება.
გამომუშავებული ტოკენების სტეიკინგზე განთავსებით, Trust Army-ის მოხალისეს შეუძლია:
? მეტი დავალების შესრულება (დასაწყისში ეს შესაძლებლობა შეზღუდულია);
? წლიური შემოსავლის პროცენტების დახმარებით მოგების გაზრდა;
? საზოგადოების შიგნით უფრო მაღალ სტატუსში გადასვლისას NFT-ების მიღება;
? მონაცემთა ანალიტიკოსის NFT-სერტიფიკატის მიღება, რომლის დახმარებით კრიპტოინდუსტრიაში კარიერულ კიბეზე დაწინაურებაა შესაძლებელი.
HAI პროექტ Trust Army-ის საკვანძო ელემენტად გამოდის, რომელმაც Hacken განვითარების ახალ დონეზე უნდა გადაიყვანოს. Trust Army იმათთვის შეიქმნა, ვინც მზად არის, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის გაუმჯობესებაზე იმუშაოს, თავისი უნარები გააუმჯობესოს და ბლოკჩეინ გარემოსა და მონაცემების ანალიტიკის კუთხით განვითარდეს.
Hacken-ის დამფუძნებელი დიმიტრი ბუდორინი თვლის, რომ კრიპტოსფეროს თაღლითობისგან დასაცავი ინსტრუმენტების შემუშავება Web3-ის ფორმირების ამ ეტაპზე მაქსიმალურად აქტუალური მისიაა.