სიახლეები
Ratings
ღონისძიებები
Ჩვენს შესახებ
ka
English hello
Українська 1
Русский 1
ka
BTC
$104968.43
ETH
$3515.02
LTC
$136.45
XRP
$3.25968
DOGE
$0.4167094
Submit news
Newsletter
Follow us
#government
ნაპოვნია 31 სტატია
ბოლო
ჰონგ კონგი ამზადებს საკანონმდებლო ბაზას სტეიბლკოინებისთვის
ჩენ ჰაოლიანმა, ჰონკონგის ფინანსური მომსახურებისა და ხაზინის ბიუროს უფროსის მოადგილემ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე გამართა საჯარო კონსულტაციები სტეიბლკოინების გამოშვებასთან დაკავშირებით. 2024 წლის ბოლოსთვის ასევე შემუშავდება ამ აქტივების მარეგულირებელი ბაზა.
კენია კრიპტოზე გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის შევსებას გეგმავს
კენიის მთავრობამ განაცხადა, რომ მომავალ ფინანსურ წელს ციფრულ აქტივებზე 3%-იანი გადასახადი დაწესდება. შესაბამისი კანონპროექტი 2023 წლის 8 ივნისს იქნება მიღებული. საგადასახადო წნეხის გაზრდით ხელისუფლება კენიის ცარიელი ხაზინის შევსებას გეგმავს.
რუმინეთი მთავრობის მხარდაჭერით NFT-მარკეტპლეისს აამოქმედებს
რუმინეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ Web3-ის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების დანერგვას სახელმწიფო დონეზე განახორციელებს. ჩინოვნიკებს, როგორც წესი, მოსწონთ ინოვაციების სფეროზე პიარის გაკეთება, მაგრამ რუმინეთის ხელისუფლება დაპირებებს უკვე ასრულებს.
ბალი ტურისტებისთვის კრიპტოგადახდებს შეზღუდავს
რეგულაციების დანერგვით ბალის პროვინციის მთავრობა აპირებს აღუკვეთოს უცხოელ ტურისტებს კრიპტოვალუტების გამოყენება სასტუმროებში, რესტორნებში, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და სავაჭრო ცენტრებში შესრულებული ოპერაციების დროს.
კრიპტოსაძმო სამთავრობო საძმოს წინააღმდეგ?
კრიპტოსაზოგადოება განრისხებულია იმის გამო, რომ ამერიკელი მარეგულირებლები მათთან მიმართებაში დამამცირებელ ტერმინებს იყენებენ და საპასუხოდ უტევს.
Sponsored
Sponsored
CAT Labs: ციფრული ატივების უსაფრთხოების სადარაჯოზე
ანალიტიკური კომპანია Cybersecurity Ventures-ის მონაცემებით, კიბერდანაშაულებისაგან მიღებული ზარალი ყოველწლიურად 15%-ით გაიზრდება და 2025 წლისთვის წელიწადში 10.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. სახელმწიფო და კერძო ინვესტორების აქტივების დაცვას სტარტაპი CAT Labs-ი აპირებს.
უკრაინა და BlackRock საინვესტიციო ფონდს ქმნიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ შეხვდა მსოფლიოში უმსხვილესი ინვესტიციების მართვის კომპანიის BlackRock-ის ლიდერებს,რათა განეხილათ საინვესტიციო ფონდის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. ფონდი დაფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კაპიტალით და ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიან ბიზნეს პროექტებს უკრაინაში. უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი BlackRock Financial Market Advisory-თან უკრაინის განვითარების ფონდის გაფართოებისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაზე. ამ ფონდის შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რადგან უკრაინას ამ მასშტაბის მნიშვნელოვანი კერძო ინვესტიციები ჯერ არ უნახავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებული განხორციელება, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ძლიერი სიგნალი იქნება. პროექტის გამჭვირვალობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად უკრაინამ მოიწვია წამყვანი ფინანსური და საკონსულტაციო ორგანიზაციები, როგორიცაა BlackRock, JP Morgan და McKinsey. ეს ინიციატივა პოზიტიური მოვლენაა უკრაინის ეკონომიკისთვის და კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიმართ მთავრობის ერთგულების დასტურია. უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისკენ.
Coinbase Tornado Cash-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მომხრეა
Coinbase კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული, კრიპტოვალუტური მიქსერის, Tornado Cash-ის მიმართ აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში ექვს მოსარჩელეს შეუერთდა.
დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტის რეკლამას მიხედავენ
პარლამენტი მალე განიხილავს ფინანსური მომსახურებისა და ბაზრების შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის წყალობით ახალი წესების შემოღება მოხდება.
ადვილია კრიპტოს ჰოდლი? აშშ-ს ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს!
გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, 2014 წლიდან ხელისუფლებამ მოახდინა კონფისკაცია და შემდეგ აუქციონზე გაყიდა 185,000 BTC, რამაც მხოლოდ $151 მილიონი მოუტანა.
IOSCO-ს რეკომენდაციები: კრიპტობირჟებს შეიძლება ეწყინოს?
ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOSCO) გამოაქვეყნა ანგარიში რეკომენდაციებით, რომელიც სამთავრობო უწყებებს კრიპტოაქტივების რეგულირების სფეროში სტანდარტების დადგენაში უნდა დაეხმაროს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები კრიპტორეგულირებას ითხოვენ
ბრიტანელ პოლიტიკოსთა ჯგუფმა, რომელიც კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფში შედის (APPG) გამოაქვეყნა მოწოდება დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტის რეგულაციის დანერგვის დაჩქარების თაობაზე. გარდა ამისა, ჯგუფი მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვს, რომელიც ამ მნიშვნელოვან პროცესს გააკონტროლებს.
Sponsored
სარისკო AI ინსტრუმენტები, ავსტრალიაში, შესაძლოა, აკრძალული იყოს
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გამო გლობალური შეშფოთების საპასუხოდ, ავსტრალიის მთავრობამ დაიწყო სასწრაფო კონსულტაციები იმის დასადგენად, უნდა აიკრძალოს თუ არა ნებისმიერი სარისკო AI აპლიკაცია. ეს ინიციატივა მოჰყვება აშშ-ში, ევროკავშირსა და ჩინეთში განხორციელებულ მსგავს ქმედებებს, რათა AI-სთან დაკავშირებული რისკები შესწავლილი და შემცირებული იყოს.
აშშ-ში დეფოლტი გაუქმებულია!
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკელმა“ კევინ მაკკარტიმ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, რომელიც დღეს $31.4 ტრლნ-ს შეადგენს. მმართველობის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბარი შაბათს საღამოს გამართეს და ჩიხში შესული სიტუაციის გადაჭრის ვარიანტები განიხილეს.
აშშ: კრიპტოქურდობით ფხენიანი სარაკეტო პროგრამას აფინანსებს
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის თითქმის ნახევარი კიბერშეტევებით და კრიპტოვალუტის ქურდობით ფინანსდება. კიბერუსაფრთხოების და კრიპტოვალუტის ქურდობის საკითხებში მრჩეველის მოადგილემ ენი ნოიბერგერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა გაიგოს როგორ ახერხებს ჩრდილოეთ კორეა კიბერსფეროში ასეთი მოხერხებულობის დემონსტრირებას.
AI - რევოლუცია საჯარო მართვაში
რუმინეთის მთავრობამ წარმოადგინა რობოტი, სახელად Ion, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი (AI) გააჩნია. მანქანა დაეხმარება საჯარო მოხელეებს, უკეთ გაერკვნენ საზოგადოების პრობლემებში. ინოვაციურ მიდგომას უწოდებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პირველ ექსპერიმენტს, მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ეს მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას განმტკიცებას.
AI-ს რეგულირება: სამთავრობო პოზიციების მრავალფეროვნება
ხელოვნური ინტელექტი (AI) მუდმივად იხვეწება და მთელ მსოფლიოში მაღალჩინოსნები ახალი დარგის რეგულირების უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგანან. თითოეული სახელმწიფოს მიდგომა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართ განსხვავებულია.
Sponsored
დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტის მიმოქცევაზე კონტროლს გაამკაცრებს
ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება მთავრობის „ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის გეგმიდან“, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საუბარია კრიპტოთაღლითობის შემცირებაზე, ფულის გათეთრებაზე, დანაშაულებრივი აქტივების დაბრუნებაზე, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაზე და ა.შ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას სურს დიდი ბრიტანეთი კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქციოს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა NFT-ებზე უარს ამბობს?
დიდი ბრიტანეთის ხაზინამ გადასინჯა NFT პროექტის ამოქმედების გეგმები, რომელიც ქვეყნის კრიპტოვალუტური ინოვაციების ცენტრად გადაქცევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო.
სამხრეთ კორეა მეტავერსების მხარდასაჭერად ფონდს ქმნის
სამხრეთ კორეის მთავრობა აგრძელებს მეტავერსებისა და იმ კომპანიების სპონსორობას, რომლებიც მათ გამოყენებას აპირებენ. ცოტა ხნის წინ იქ ამოქმედდა მეტავერსის ფონდი სტარტაპების მხარდასაჭერად, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვირტუალური სივრცის ინტეგრაციას იკვლევენ.
1 - 20
31 შედეგიდან
1
2