#hong kong
ნაპოვნია 16 სტატია
ბოლო
ჰონგ-კონგმა პირველი ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა
BOCI, ჩინეთის საინვესტიციო ბანკმა, ეპოქალურ დონეს მიაღწია, როდესაც 200 მილიონი CNH-ის სრულად ციფრული სტრუქტურირებული ობლიგაციები გამოუშვა. ეს არის ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტის მიერ ჰონგ კონგში ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირველი შემთხვევა. BOCI თანამშრომლობდა UBS-თან, რათა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მომხმარებლებისთვის პროდუქტი UBS შეექმნა.ჰონგ-კონგის კიბერპოლიციამ საკუთარი მეტავერს პლატფორმა გამოუშვა
ჰონგ-კონგი კრიპტოექსპანსიას აგრძელებს და დგამს ლოგიკურ ნაბიჯებს, რათა ეს უარყოფითი შედეგების გარეშე მიმდინარეობდეს. ამაზე მიუთითებს კიბერპოლიციის გადაწყვეტილება მეტავერსის შექმნის შესახებ, რომელიც განკუთვნილია Web3-თან და ვირტუალურ სივრცესთან დაკავშირებული ახალი საფრთხეებისა და შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.ჰონგ-კონგი მკაცრ კრიპტოწესებს გვპირდება
ჰონგ-კონგის სავალუტო სამმართველოს CEO-მ, ედი იუემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქი მკაცრი კრიპტონორმების დანერგვას აპირებს. მან აღნიშნა: "ჩვენი რეგულაცია მკაცრი იქნება. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აქ ეკოსისტემის განვითარებას და ეს საინტერესო იქნება. თუმცა, დათმობებს ნუ ელოდებით“. ქალაქის მიზანია, დაიცვას ინვესტორები და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა.ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტობუმით სარგებლობენ
მოულოდნელად, ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტოკომპანიებთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ, რადგან ქალაქს სურს, ციფრული აქტივების წამყვან ჰაბად იქცეს. როგორც მანამდე ვწერდით, 2023 წლის 1 ივნისიდან ჰონგ-კონგი კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული ყველა სავაჭრო-საფინანსო ოპერაციის ლეგალიზებას გეგმავს.ჰონგ-კონგის მარეგულირებლები: კრიპტობანკირების სწრაფი პაემანი
ჰონგ-კონგის მარეგულირებლები მაჭანკლის როლს თამაშობენ. 28 აპრილს კრიპტოფირმებისა და ბანკირებისთვის ისინი მრგვალ მაგიდას გამართავენ. Რა მიზნით? რომ დაეხმარონ ჰონგ-კონგს, გახდეს ვირტუალური აქტივების თავმოყრის ადგილი, თანაც საბანკო დაბრკოლებების გვერდის ავლით.ჰონგ კონგი ამზადებს საკანონმდებლო ბაზას სტეიბლკოინებისთვის
ჩენ ჰაოლიანმა, ჰონკონგის ფინანსური მომსახურებისა და ხაზინის ბიუროს უფროსის მოადგილემ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე გამართა საჯარო კონსულტაციები სტეიბლკოინების გამოშვებასთან დაკავშირებით. 2024 წლის ბოლოსთვის ასევე შემუშავდება ამ აქტივების მარეგულირებელი ბაზა.მსოფლიოს ორი წამყვანი კრიპტოჰაბი ძალისხმევას გააერთიანებს!
აბუ დაბიში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ-კონგისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების (UAE) ცენტრალურმა ბანკებმა თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები გამოაქვეყნეს. ეს, პირველ რიგში, კრიპტოვალუტების რეგულირების ღონისძიებებს ეხება. ინიციატივის განსახორციელებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.ჰონგ კონგი იწყებს CBDC პროგრამას
ჰონგ კონგის ფულად-საკრედიტო სამმართველომ (HKMA) გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) მსოფლიო დანერგვის გზაზე. ხუთშაბათს მათ წარმოადგინეს ჰონგ კონგის ელექტრონული დოლარის (e-HKD) საპილოტე პროგრამა და განმარტეს მისი გამოყენების მრავალი ვარიანტი გადახდებსა და ტოკენიზებულ დეპოზიტებში.Gemini Foundation-მა დერივატივების სავაჭრო პლატფორმა წარმოადგინა
როგორც ჩანს, დღეს დიდი ანონსების დღეა! ვიდრე Coinbase-დან საერთაშორისო პლატფორმის გაშვების შესახებ ამბებს გავითავისებდით, Gemini Foundation-მა განაცხადა თავისი დერივატივების პლატფორმის გაშვების შესახებ, რომელიც ორიენტირებულია ტრეიდერებზე (ყურადღება!) შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.Unus Sed Leo (LEO): iFinex-ის კრიპტოპლატფორმების utility-ტოკენი
Unus Sed Leo (LEO) utility-ტოკენია, რომელიც მხარს უჭერს ჰონგ-კონგში დაფუძნებული და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული კორპორაციის, iFinex-ის ეკოსისტემას. ამოქმედდა 2019 წელს ერთდროულად ორ ბლოკჩეინზე - Ethereum-სა (მონეტების 64%) და EOS-ზე (36%).1 - 16 16 შედეგიდან