#lending
ნაპოვნია 17 სტატია
ბოლო
NFTFi საკრედიტო პლატფორმა Blur Blend-ის წყალობით აღორძინდება
NFTFi ბაზარი მნიშვნელოვან გამოცოცხლებას განიცდის და ამაში გადამწყვეტ როლს უზრუნველყოფილი დაკრედიტების პლატფორმა Blur Blend NFT თამაშობს. Dune Analytics-ის მონაცემებით, მისი ამოქმედების შემდეგ, ქსელში კრედიტების მთლიანმა ღირებულებამ 67 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ნახევარ წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. Blur Blend ამჟამად NFTFi ბაზარზე დომინირებს. მისი წილი ამ სექტორის მთლიანი სესხების განსაცვიფრებელ 75%-ს შეადგენს. ამ აღორძინებამ NFT-თი უზრუნველყოფილი დაკრედიტების პოტენციალის მიმართ ახალი ინტერესი და მისი გამოყენება ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტურ უფრო ფართო ეკოსისტემაში გამოიწვია. NFTFi სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ის გახდეს ახალი ტრენდი 2023 წელს, წაიკითხეთ ვრცელი სტატია ვებგვერდზე.Tether წყალს მორიგი FUD-იანი ქვაბიდან წურავს
Tether (USDT)-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი პაოლო არდოინო ირწმუნება, რომ პროექტს არასოდეს მიუღია სესხები გაკოტრებული საკრედიტო პლატფორმისგან Celsius. მისი პასუხი Celsius-ის გაკოტრების ანგარიშის შემდეგ გაჟღერდა, რომელშიც Tether "ინფიცირებულად" იყო მოხსენიებული 3AC და Alameda Research-თან ერთად. მომხმარებელო, დაიბრუნე შენი USDT, სანამ ყველაფერს შიტკოინებში გაფლანგავ!cDAI: აიძულეთ თქვენს ფულად დანაზოგს, რომ იმუშაოს
cDAI არის კრიპტოდაკრედიტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი DeFi ეკოსისტემაში, რომელიც მომხმარებლებს მათი კრიპტოსავალუტო ინვესტიციებიდან პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 560 მილიონ დოლარზე მეტია და წლიური საპროცენტო განაკვეთი 1,78%-ს შეადგენს.NEXO - კრიპტოდაკრედიტების პლატფორმა Nexo-ს utility-ტოკენი
Nexo არის მყისიერი დაკრედიტების ევროპული კერძო პლატფორმა, რომლის მეშვეობით ფიატური ვალუტებისა და სტეიბლკოინების სესხება კრიპტოვალუტის დაგირავებით არის შესაძლებელი. მომხმარებლები NEXO ტოკენებს თავიანთ პორტფელში ინახავენ, რათა გახდნენ ლოიალობის პროგრამის მონაწილეები - მიიღონ ჯილდოები და ფასდაკლებები.Mt.Gox-ის კრედიტორებს, როგორც იქნა, მათ ფულს დაუბრუნებენ
გადახდები 10 მარტიდან დაიწყება და ის როგორც BTC-ში, ასევე ფიატურ ვალუტაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოსარჩელეები იმ თანხის დაახლოებით მეხუთედს მიიღებენ, რასაც ისინი სარჩელში ითხოვენ. 2019 წელს ბირჟის ბალანსმა 142 ათასი BTC ($3,3 მლრდ), 143 ათასი BCH ($19 მლნ) და $510 მლნ. იაპონურ იენაში შეადგინა. უნდა ითქვას, რომ Mt.Gox-ის გარშემო სიტუაცია იმდენად უიმედო იყო, რომ ბევრი ინვესტორი თავისი მონეტების მიღებას ღმერთის საჩუქარს უწოდებს. თანაც ბიტკოინები სულ სხვა ფასის დროს დაიაკრგა. კრედიტ-კომპანიის, Blockstream-ის გენერალური დირექტორი ადან ბეკი ამბობს: „მე მნიშვნელოვანწილად Mt.Gox-ზე არსებული ჩემი ბიტკოინები ჩამოვწერე, როგორც ზარალი. ამიტომ სუფთა ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაფერი, რასაც ახლა მივიღებ, არის ცივი შენახვის ბონუსი“.ეკოსისტემა Solana კიდევ ერთ მოთამაშეს კარგავს
დაკრედიტების პროტოკოლმა Everland Finance გააკეთა განცხადება მუშაობის შეწყვეტის შესახებ. მიზეზი მარტივია, ლიკვიდობის ნაკლებობა. დეველოპერები ტოვებენ პროგრამულ კოდს ღიად, რათა ნებისმიერმა შეძლოს პროექტზე მუშაობის გაგრძელება. გუნდი განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ Everlend არის შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც ერთ დღეს ძალიან მოსახერხებელი გახდება და რომ Solana არის ყველაზე ეფექტური ქსელი მისი რეალიზაციისთვის. აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ სახსრების გაყვანის რეჟიმში.1 - 17 17 შედეგიდან