#tax
ნაპოვნია 18 სტატია
ბოლო
კენია კრიპტოზე გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის შევსებას გეგმავს
კენიის მთავრობამ განაცხადა, რომ მომავალ ფინანსურ წელს ციფრულ აქტივებზე 3%-იანი გადასახადი დაწესდება. შესაბამისი კანონპროექტი 2023 წლის 8 ივნისს იქნება მიღებული. საგადასახადო წნეხის გაზრდით ხელისუფლება კენიის ცარიელი ხაზინის შევსებას გეგმავს.აშშ-ის ბიტკოინ-მაინერებმა შვებით ამოისუნთქეს
ვიდრე ყველა ელოდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკკარტის შორის მიღწეული შეთანხმების პუბლიკაციას აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე, გარიგების ერთი დამაინტრიგებელი ასპექტი, სავარაუდოდ, ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთ საგადასახადო წინადადებას მნიშვნელოვნად აფერხებს.კრიპტელები მთელ მსოფლიოში გადასახადების გადახდას უგულებელყოფენ
კრიპტოინვესტორები მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტების ფლობაზე, ან მათთან დაკავშირებულ ოპერაციებზე გადასახადების გადახდის მოთხოვნით აღფრთოვანებულები არ არიან. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მთავრობები კრიპტოვალუტების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ყოყმანობენ და არ სურთ, "ნაგვურის" ნაცვლად, ისინი აქტივების უფრო წონიან კლასს მიაკუთვნონ.Tornado Cash-ის დეველოპერი პატიმრობაში დარჩება
რუსი ალექსეი პერცევი 21 აპრილის სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება. ეს უკვე მესამე წარუმატებელი შუამდგომლობაა, რომლითაც ადვოკატები კლიენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. პირველი უარი მიიღეს აგვისტოში, მეორე - ნოემბერში. ჰოლანდიის სასამართლოს ასეთი მკაცრი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ პერცევი „ეფესბესთან“ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან Lazarus Group-თან მჭიდრო კავშირშია ეჭვმიტანილი. ეს კი უკვე უფრო სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე გადასახადებისგან თავის არიდება.სალვადორის ახალი პროექტი - მაინინგი მზის ენერგიაზე
შარშან სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად აქცია და Bitcoin City-ის შექმნა დააანონსა. ცოტა ხნის წინ მზის ენერგიაზე ბიტკოინის მაინინგის კიდევ ერთი პროექტი დაიწყო, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციები მიიღო.რამდენს იღებენ CFTC–ისა და SEC–ის ანონიმური ინფორმატორები
კრიპტოვალუტები მარეგულირებელთა ზედამხედველობის გარეშე — დღეს მხოლოდ ისტორიის ნაწილი. გადასახადების თავიდან აცილების შესაძლებლობის მქონე DeFi-ის ზრდის საპასუხოდ, CFTC და SEC ინდუსტრიაზე კონტროლისმისაღებად ნებისმიერი ზომის მისაღებად არიან მზად.კრიპტოვალუტის გადასახადები: რა უნდა იცოდეს ყველა ინვესტორმა
ქვეყნების უმეტესობა თანდათან ახდენს კრიპტოვალუტების ლეგალიზებას და ციფრული აქტივების მფლობელებს გადასახადების გადახდას ავალდებულებს. თუმცა, არსებობს მრავალი სტრატეგია კანონისმიერი საგადასახადო ვალდებულების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად.თეთრი სახლი კრიპტოვალუტის მაინერებს გადასახადს დაუწესებს
აშშ-ის 2024 ფისკალური წლის ბიუჯეტმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ასევე სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის გამყარებას. პროექტის ერთ-ერთი სიახლე არის DAME - ელექტროენერგიის აქციზური გადასახადი ციფრული აქტივების მაინინგისთვის.დიდი ბრიტანეთი კრიპტელებს შემოსავლების დეკლარირებას მოსთხოვს
ამრიგად, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილებები შეაქვს. ინოვაციების მიხედვით, ინდივიდებს მოეთხოვებათ, მოახდინონ მოგების და შემოსავლების დეკლარირება კრიპტოაქტივებიდან, როგორც ცალკე კატეგორიიდან, რომელიც არ არის კომბინირებული შემოსავლების სხვა წყაროებთან.ჯასტინ სანის შპაგატი
ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.თავის ისტორიაში პირველად MicroStrategy–მ BTC გაყიდა!
ეს ბიტკოინის პირველი გაყიდვაა მას შემდეგ, რაც MS-მა დაიწყო კრიპტოვალუტებში ინვესტირება დაიწყო. SEC-ში შეტანილი ანგარიშის თანახმად, 22 დეკემბერს კომპანიამ 704 BTC–ს ლიკვიდაცია მოახდინა, რომლის ღირებულება დაახლოებით $11,8 მილიონი იყო. დოკუმენტში ნათქვამია: „MicroStrategy გეგმავს ამ გარიგების შედეგად წარმოქმნილი კაპიტალის დანაკარგების გადატანას წინა კაპიტალის მოგებასთან მიმართებაში, იმდენად, რამდენადაც არის ასეთი გადატანა საშემოსავლო გადასახადის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონმდებლობით დაშვებული.“ გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით MicroStrategy-მ იყიდა კიდევ 2,395 BTC, ერთეულის საშუალო ფასით $17,871.1 - 18 18 შედეგიდან