#vitalik buterin
ნაპოვნია 19 სტატია
ბოლო
ბუტერინი და ნაილვალი COVID-19-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან
Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი, ინდურ კრიპტოფონდ Crypto Relief-თან და Polygon-ის თანადამფუძნებელ სანდიპ ნაილვალთან ერთად, ინდოეთში COVID-19-ის კვლევისა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $100 გამოყოფს. ბუტერინმა, რომელიც COVID-19-ის მუდმივ საფრთხესა და შესაძლო სამომავლო პანდემიების ალბათობას აღიარებს, 8 ივნისს Twitter-ზე კომპლექსური გლობალური გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ დაწერა. მან ხაზი გაუსვა ამ პრობლემების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია წამყვანი სამეცნიერო ინოვაციებისა და ეფექტური ღონისძიებების შეხამება. გულუხვი შემოწირულება გამოყენებული იქნება კვლევის კრიტიკულ სფეროებში, კერძოდ, COVID-19-ის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემის შესწავლასა და მოწინავე სამედიცინო აღჭურვილობის განვითარებას მოხმარდება. პროექტის ავტორების აზრით, ასეთი პრიორიტეტები დაეხმარება ვირუსის გავლენის უკეთ გააზრებასა და შერბილებას, რაც, საბოლოო ჯამში, მისი გავრცელების შეკავებასა და დაშავებული ადამიანების სამედიცინო დახმარების ეფექტურობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.ვიტალიკ ბუტერინი Ethereum-ის გადატვირთვის რისკებზე გვაფრთხილებს
ცოტა ხნის წინ, Ethereum-ის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა თავის ბლოგში გამოაქვეყნა ახალი პოსტი, სათაურით "ნუ გადატვირთავთ Ethereum-ის კონსენსუსს“. ბუტერინმა გაგვაფრთხილა იმ პოტენციური საფრთხეები შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, მოჰყვეს Ethereum-ის კონსენსუსის გაფართოებას ბლოკის შემოწმებისა და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მისი ფუნდამენტური როლის მიღმა.ვიტალიკი Ethereum-ის ვერიფიკაციის ახალ ვარიანტებზე საუბრობს
სმარტ კონტრაქტების დეცენტრალიზებული პლატფორმა Ethereum, რომელიც DeFi-სა და NFT-ებს უდევს საფუძვლად, ამჟამად ტრანზაქციების გადამოწმებასთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება. ცოტა ხნის წინ, პროექტის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა თავის ბლოგში გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც აღიარა, რომ გლობალურ ქსელში ტრანზაქციების ვერიფიკაცია სერიოზული გამოწვევაა.რას ფიქრობს ვიტალიკ ბუტერინი კრიპტოგადახდების პოტენციალზე
ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების გავრცელებისა და პოპულარობის ზრდის მიუხედავად, კრიპტო გადახდები ჯერ კიდევ დაუფასებელია საერთაშორისო ბაზარზე. მას მიაჩნია, რომ ციფრული აქტივები აღემატება ფიატს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა შემოწირულობები საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო გადახდები და ტრანზაქციები ერთი ქვეყნის შიგნით.ვიტალიკ ბუტერინი: AI-ის გამოყენების რისკების დაძლევა გაგვიჭირდება
ვაანალიზებთ ონლაინ დისკუსიის შედეგებს, რომელიც მონტენეგროში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით, კაცობრიობის მომავლის შესახებ გაიმართა. საზოგადოების ყურადღება ვიტალიკ ბუტერინისა და მანქანური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ნეიტ სოარეშის დიალოგმა მიიპყრო.ისევ არ გვაქვს არდალევის საბაბი!
9 წლის წინ ვიტალიკ ბუტერინმა მსოფლიოს წარუდგინა თავისი სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Ethereum-ი. ეს მოხდა Bitcoin Forum-ზე, სადაც გამოჩნდა პოსტი "Welcome to the New Beginning!". თარიღი არ არის საიუბილეო, ამიტომ არც ყვავილები იქნება, და არც ტაში. მაგრამ იმის თქმა გვინდა, რომ ყველა, ვინც ეს ამბავი წამოიწყო, გავლენიანი კრიპტო მოთამაშე გახდა. აი ასეთი კრიპტო-მაფია გავრცელდა მთელ მსოფლიოში Ethereum-ის გუნდიდან: ჩარლზ ჰოსკინსონმა Cardano 2017 წელს გამოუშვა. ენტონი დიორიომ გახსნა Decentral Inc. და საფულე Jaxx ჯოზეფ ლუბინმა ConsenSys-ი აამოქმედა გევინ ვუდი Polkadot-ის მამა და Solidity-ის სმარტ-კონტრაქტის ენის შემქმნელი გახდა. აი ყველაფერ ამას ჩვენ ვულოცავთ ვიტალიკს!ვიტალიკ ბუტერინი: იდეალური ნერდი
ვიტალიკ ბუტერინმა დიდი ხანია კრიპტოლეგენდის სტატუსი მოიხვეჭა. ეს უნიკუმია, რომელიც უარყოფს პოსტულატს იმის შესახებ, რომ კრიპტობაზარზე მილიარდერი შეიძლება, სამ შემთხვევაში გახდე: თუ მილიონერი ხარ, თუ მილიონერების ოჯახში დაიბადე, ან თუ Alibaba-ს დამფუძნებელთან მეგობრობ.1 - 19 19 შედეგიდან