Binance-ს კვლავ ადანაშაულებენ ინსაიდერულ ვაჭრობაში?

Coinbase-ის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა კონორ გროგანმა ყურადღება გაამახვილა ანონიმური საფულეების მიერ განხორციელებულ საეჭვო ტრანზაქციებზე, რომლებიც ყიდულობდნენ მონეტებს Binance-ზე ლისთინგის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე და ყიდდნენ მათ პამპის მომენტში. ეს ტრანზაქციები მოიცავდნენ Rar, ERN, TORN და RAMP ტოკენების შეძენას. გარიგებების თანხები მერყეობდა $100,000-დან $900,000-მდე. „ტრეიდერებმა“ რამდენიმე გარიგებაში მილიონობით დოლარის შოვნა მოახერხეს. გროგანი ვარაუდობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს "არასაიმედო თანამშრომელი, რომელსაც აქვს წვდომა ინფორმაციაზე ლისთინგის შესახებ და API პლატფორმაზე".

Sidebar ad banner
Sidebar ad banner

Elliott-ი მილიარდობით ინვესტიციას დებს Salesforce-ში

Shanghai Fork-ი სტეიკინგის ახალ ერას იწყებს Coinbase-ისთვის

Ethereum-ის მხარდამჭერები მოუთმენლად ელიან მომავალ კრიპტო-გაზაფხულს. ქსელის კიდევ ერთი განახლება, სახელწოდებით Shanghai Fork, მარტშია დაგეგმილი. Shanghai Fork-ი მომხმარებლებს მისცემს საშუალებას წვდომა მიიღონ Ethereum Beacon-ის ქსელში ბლოკირებულ სახსრებზე. კონტრიბუტორები შეძლებენ ტრანზაქციის გადამოწმებაში მონაწილეობას და განახლებული Ethereum-ის გამომუშავებას. JP Morgan თვლის, რომ Shanghai Fork-ი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება Coinbase-სთვისაც. სავარაუდოა, რომ ამ კრიპტობირჟის საცალო ინვესტორების 95%-მდე შეძლებს მონაწილეობა მიიღოს Ethereum-ის სტეიკინგში განახლების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ Coinbase-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით. $225-$545 მლნ დამატებითი შემოსავლის იმედი იქონიოს.

ნარკოტიკების რუსული მარკეტპლეისები დარქნეტისთვის იბრძვიან

რუსული პლატფორმა Solaris-ი გატეხა სავაჭრო პლატფორმა Kraken-მა, რომელიც ასევე რუსულენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. Kraken-ში აცხადებენ, რომ აკონტროლებენ Solaris-ის ინფრასტრუქტურასა და Gitlab-ის რეპოზიტორიუმს, ასევე დაბლოკეს და გაძარცვეს მათი კრიპტოვალუტის საფულეები. ორივე პლატფორმა რუსულ ოპერატორთან არის დაკავშირებული და ორივეზე დარქნეტში ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25% მოდის. დანამდვილებით ცნობილია, რომ Solaris-ი სარგებლობდა კრემლის მომხრე ჰაკერების Killnet-ის მომსახურებით, რომლებმაც 2022 წელს განახორციელეს DDoS შეტევები უკრაინასა და ევროპაში სახელმწიფო სერვერებზე. Solaris-ის ყველა მომხმარებელი ახლა ავტომატურად გადამისამართდება Kraken-ის საიტზე, რადგან ჰაკერებმა არა მხოლოდ კოდზე და საფულეებზე მოიპოვეს კონტროლი, არამედ გააკეთეს გადამისამართებაც. უსასრულოდ შეიძლება უყურო სამ რამეს: ცეცხლის ალს, წყლის დინებას და რუსებს, რომლებიც ერთმანეთს ანადგურებენ. დღემდე უცნობია, რა არის ეს Kraken-ი. იქნებ ჩვენიანია ვინმე.

ფრთხილად: ყალბი აირდროპი!

ჯონ რეის, FTX-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პლატფორმის შესაძლო აღორძინების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან ერთ დღეში თაღლითებმა შექმნეს ყალბი FTX2.0 ტოკენი. FTX2.0 სკამ-ტოკენი მასიურად იგზავნება რეგისტრირებული მომხმარებლების საფულეებში და Justin Sun-ის, KuCoin-ის და Binance-ის ანგარიშებზეც კი მოხვდა. ბლოკჩეინის უსაფრთხოების კომპანია PeckShield-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ FTX 2.0 სმარტ-კონტრაქტს აქვს ხვრელები, რომლებიც ჰაკერებს საშუალებას აძლევს მოიპარონ სახსრები მომხმარებლების ანგარიშებიდან. "ახალ აირდროპში" მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს სთავაზობენ ბმულზე გადასვლას, რომელიც ფიშინგს წარმოადგენს. და ყველაზე უარესი იმაში მდგომარეობს, რომ ტოკენის კოდი უშვებს მისი შეძენის შესაძლებლობას, მაგრამ კრძალავს მის გაყიდვას. ამიტომ, მისი ფასი სწრაფად იზრდება, რაც იწვევს FOMO-ს ტალღას FTX მომხმარებლებში.

ბაზრის ვარდნა დასრულდა?

1421 - 1440 1933 შედეგიდან