Coinbase საფულე აძლიერებს დაცვას

გატეხებმა და ფიშინგურმა თავდასხმებმა აიძულა Coinbase საფულის დეველოპერები გაეუმჯობესებინათ მომხმარებლის უსაფრთხოება. ასე რომ, ახლა Coinbase Wallet-ში ხელმისაწვდომია: 📌ტრანზაქციის გადახედვა, რათა თავიდან აიცილოთ ტოკენების შეცვლა. 📌თაღლითობაში ეჭვმიტანილი კლიენტების შავი სიის ნახვა. 📌საფულის მფლობელის წინასწარი ინფორმირება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სმარტ-კონტრაქტი შეეცდება მისი ბალანსიდან თანხის გატანას. 📌Push შეტყობინებები ტოკენების მოახლოებული დაწვის შესახებ. აბა, რა ვთქვათ, საკმაოდ კარგია, კარგია, კარგი! მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ სრული კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდება, თუ საფულე, ამის გარდა, შეძლებს მოცურებაზე (price slippage) შეტყობინების გამოგზავნას. სწორედ მაშინ მოვა ნამდვილი ტრეიდერული ძენი.

მიიღებს თუ არა Twitter-ი გადახდებს ფიატსა და კრიპტოში?

კომპანიამ დაიწყო სახელმწიფო ლიცენზიების მოპოვების პროცესი ჩაშენებული გადახდების ინტეგრაციის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულირებისა და შემუშავების მიზნით. ილონ მასკმა ადრე თქვა, რომ Twitter-ი უნდა გარდაიქმნას „everything app”-ად შეტყობინებების გაცვლის, გადახდების და კომერციული ფუნქციებით. ამ გეგმების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომპანიამ უკვე გაიარა გადახდის პროცესორის რეგისტრაცია აშშ-ს ხაზინაში. მასკის სურვილის მიხედვით, გადახდის სისტემა თავდაპირველად ფიატზე იყო გათვლილი. მაგრამ, მისი სტრუქტურა ითვალისწინებს მომავალში კრიპტოვალუტისთვის ფუნქციების ჩართვას. ამ ამბავს მგზნებარედ გამოეხმაურა მასკის ფავორიტი Dogecoin-ი. გარდა ამისა, ინვესტორებმა, ყოველი შემთხვევისთვის, MASK ტოკენი „დაპამპეს“ (ბოლოს და ბოლოს, ბიტკოინში ხომ არ ჩადებდენ ფულს).

Sidebar ad banner

გაკოტრებული Alameda გაკოტრებულ Voyager-ს უჩივის

FTX-ის ადვოკატებმა $445,8 მილიონიანი სარჩელი მოამზადეს Voyager Digital-ის წინააღმდეგ. ის ეხება კრედიტს, რომელიც Alameda-მ Voyager-ის გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე გასცა. ჩვენ ადრე ვწერდით ამ ამბის დეტალების შესახებ. სიტუაციის კომიზმი იმაში მდგომარეობს, რომ გაკოტრებული Alameda გაკოტრებულ Voyager Digital-ს ადანაშაულებს კრედიტორის კლიენტების, ანუ თავად Alameda-ს ფულის გამოყენებაში თავის საქმიანობაში. მაგრამ თავად Alameda-მ გასცა სესხი FTX-გან მიღებული სახსრებიდან, რომლებიც თავის მხრივ არის Curly Swindler-ის ბირჟის კლიენტების ფული. იხრჩობი? ჩაძირე ის, ვინც შენს მახლობლად იხრჩობა! შესაძლოა,ასე საკმაოდ დიდი გროვა გამოვიდეს საიმისოდ, რომ ფეხების ქვეშ ჩამოყალიბდეს ფსკერის მაგვარი რამ. ხომ ასეა, სემ?

ჯასტინ სანის შპაგატი

ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.

1345 - 1358 1935 შედეგიდან