#bitcoin


ნაპოვნია 202 სტატია

ბოლო

არტურ ჰეისი ალტსეზონს ელოდება

BitMEX-ის ქარიზმატულმა დამფუძნებელმა ბაზრის თავისი ხედვა წარმოადგინა. სპოილერი: მას ლიკვიდური ფიატი სახაზინო ვალდებულებიდან ნაღდ ფულში გააქვს და მაღალი რისკის აქტივებში (ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტა, რა თქმა უნდა). ყველაფრის ჩასადებად ემზადება. ფუნდამენტალი არტურისგან: 📌S&P500 3 თვეში 40%-ით გაიზარდა; 📌ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი (მინუს $100 მილიარდი ყოველთვიურად); 📌ბაზარი დამატებით საერთო სახაზინო რეზერვის (TGA) გადინებიდან 500 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც ინფლაციას დააჩქარებს; 📌როდესაც ეს თანხა ამოიწურება (სადღაც ივლისში), კონგრესი კენჭს უყრის შიდა ვალის ჭერის გაზრდას; 📌ბაზარი გაივსება სავალო ვალდებულებებით, რომელიც არაფრით იქნება უზრუნველყოფილი; 📌მსოფლიო ბანკები იძულებულნი იქნებიან, თავიანთი საბეჭდი დაზგები ჩართონ (ეს პროცესი უკვე დაწყებულია). "წვეულება დაიწყო!" - ასკვნის არტური.

ცრუ-სატოში ბიტკოინისთვის სასამართლო დავას აგრძელებს

მიიღებს თუ არა Twitter-ი გადახდებს ფიატსა და კრიპტოში?

კომპანიამ დაიწყო სახელმწიფო ლიცენზიების მოპოვების პროცესი ჩაშენებული გადახდების ინტეგრაციის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულირებისა და შემუშავების მიზნით. ილონ მასკმა ადრე თქვა, რომ Twitter-ი უნდა გარდაიქმნას „everything app”-ად შეტყობინებების გაცვლის, გადახდების და კომერციული ფუნქციებით. ამ გეგმების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომპანიამ უკვე გაიარა გადახდის პროცესორის რეგისტრაცია აშშ-ს ხაზინაში. მასკის სურვილის მიხედვით, გადახდის სისტემა თავდაპირველად ფიატზე იყო გათვლილი. მაგრამ, მისი სტრუქტურა ითვალისწინებს მომავალში კრიპტოვალუტისთვის ფუნქციების ჩართვას. ამ ამბავს მგზნებარედ გამოეხმაურა მასკის ფავორიტი Dogecoin-ი. გარდა ამისა, ინვესტორებმა, ყოველი შემთხვევისთვის, MASK ტოკენი „დაპამპეს“ (ბოლოს და ბოლოს, ბიტკოინში ხომ არ ჩადებდენ ფულს).

ფეიკოტოში, არ დანებდე, ბოლომდე შეირცხვინე თავი!

კრეიგ რაიტს, რომელიც საკუთარ თავს სატოში ნაკამოტოს ნაპოლეონს უწოდებს, კვლავ შავი ხაზი მიჰყვება. ყველა მის სასამართლო სარჩელს ბიტკოინის შემქმნელად აღიარების მოთხოვნით მუდმივად უარყოფენ სხვადასხვა ქვეყნის და ინსტანციის სასამართლოები. ამჯერად მას გასასვლელისკენ მიმავალი გზა ლონდონის სააპელაციო სასამართლოში აჩვენეს, სადაც ის ცდილობდა დაეცვა თავისი პატივი და ღირსება და სასამართლო დავა ჰქონდა ბიტკოინის 16 დეველოპერთან, რომლებმაც მას მატყუარა უწოდეს. მოსამართლემ საქმის მასალები რამდენჯერმე გადაფურცლა და კრეიგის სარჩელის დაკმაყოფილების ვერანაირი საფუძველი ვერ დაინახა. უნდა აღინიშნოს, რომ დეველოპერებს სასამართლოში თავისი ადვოკატები არც კი გაუგზავნიათ.

141 - 160 202 შედეგიდან