#community


ნაპოვნია 65 სტატია

ბოლო
Top

შეცდომა მეტამონაცემების სისტემაში Bitcoin Ordinals

ბიტკოინის Ordinals ბლოკჩეინში მონაცემთა შეყვანის პროტოკოლში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა ბაგმა გამოიწვია შეშფოთება და დებატები კრიპტოსაზოგადოებაში. შეცდომა აღმოაჩინა დეველოპერმა, მეტსახელად Supertestnet. მან უსატოშო ტრანზაქცია წამოიწყო, მაგრამ Ordinals-ის პროტოკოლმა ის მოქმედად მაინც აღიარა. შედეგად, ნუმერაციის სისტემა, რომელსაც Ordinals წარწერებისთვის იყენებს, ერთეულით ჩაჩოჩდა. Ordinals-ის შემქმნელმა, კეისი როდარმორმა შეცდომა GitHub-ზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი გამოსწორების მკაფიო გეგმა ჯერ არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაგი არანაირ გავლენას არ ახდენს Ordinals-ის ძირითად სისტემაზე, რომელიც ტრანზაქციების მსვლელობისას სატოშის მონიტორინგს ითვალისწინებს, Ordinals-ის კოლექციონირების შექმნისას ის წარწერების რიგითობას არღვევს. ამასთან, პლატფორმა Bitcoin Lightning Deezy-ის დამფუძნებელი დენი დიკროგერი ამაში სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან ნუმერაციის სისტემა სრულყოფილისგან მაინც შორს არის. მას დაეთანხმა სხვა დეველოპერი, Rijndael-იც, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს შეცდომა თავად ორდინარებზე არ მოქმედებს. რაც არ უნდა იყოს, ეს ინციდენტი აჩენს კითხვებს Ordinals-ის სისტემის საიმედოობისა და უსაფრთხოების შესახებ და გვახსენებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემების მუდმივი განვითარებისა და ტესტირების მნიშვნელობას.

Sidebar ad banner

სატოში ნაკამოტოს ბოლო გზავნილი

2011 წლის 23 აპრილს სატოში ნაკამოტო კრიპტოვალუტების სამყაროს დაემშვიდობა და ტექნოლოგია რამდენიმე კრიპტოენთუზიასტის ხელში დატოვა. ბიტკოინის დეველოპერ მაიკ ჰერნისადმი მიწერილ წერილში მან დაწერა: ”მე სხვა საქმით დავკავდი. ის [ბიტკოინი] ახლა კარგ ხელშია გევინთან და სხვებთან“. ეს ციფრული ვალუტის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. სატოშიმ Bitcoin Core-ის კურატორს, გევინ ანდრესენს მოუწოდა, იდუმალი შემქმნელი დაევიწყებინა და ფოკუსირება პროექტზე, მის განვითარებასა და დეველოპერების ერთგულ გუნდზე მოეხდინა. მან ასევე გამოხატა თავისი იმედგაცრუება პრესის მიმართ, რომელიც მას ჩრდილოვან ფიგურად წარმოაჩენდა, ბიტკოინს კი - მეკობრულ ვალუტად. სატოშიმ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დეველოპერების საზოგადოების კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრონული წერილები ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის ბოლო ცნობილი გზავნილებია, ინტერესი სატოში ნაკამოტოს ნამდვილი ვინაობის მიმართ წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდება. სანამ კრიპტოსაზოგადოება აგრძელებს ვარაუდებს, ბიტკოინის შემქმნელის ნამდვილი ვინაობა იდუმალებით არის მოცული. გავიგებთ კი ოდესმე სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან? ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.

29 - 42 65 შედეგიდან