#crypto


ნაპოვნია 558 სტატია

ბოლო

მიიღებს თუ არა Twitter-ი გადახდებს ფიატსა და კრიპტოში?

კომპანიამ დაიწყო სახელმწიფო ლიცენზიების მოპოვების პროცესი ჩაშენებული გადახდების ინტეგრაციის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულირებისა და შემუშავების მიზნით. ილონ მასკმა ადრე თქვა, რომ Twitter-ი უნდა გარდაიქმნას „everything app”-ად შეტყობინებების გაცვლის, გადახდების და კომერციული ფუნქციებით. ამ გეგმების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომპანიამ უკვე გაიარა გადახდის პროცესორის რეგისტრაცია აშშ-ს ხაზინაში. მასკის სურვილის მიხედვით, გადახდის სისტემა თავდაპირველად ფიატზე იყო გათვლილი. მაგრამ, მისი სტრუქტურა ითვალისწინებს მომავალში კრიპტოვალუტისთვის ფუნქციების ჩართვას. ამ ამბავს მგზნებარედ გამოეხმაურა მასკის ფავორიტი Dogecoin-ი. გარდა ამისა, ინვესტორებმა, ყოველი შემთხვევისთვის, MASK ტოკენი „დაპამპეს“ (ბოლოს და ბოლოს, ბიტკოინში ხომ არ ჩადებდენ ფულს).

რისი მიცემა შეუძლია ევროპარლამენტს ქანჩის გასაღების გარდა?

დიახ, დიახ, ისევ უჭერენ ქანჩებს და ამკაცრებენ მოთხოვნებს. ევროპულ ბანკებს ახლა მოეთხოვებათ კრიპტოვალუტები განიხილონ, როგორც ყველაზე სარისკო აქტივების კლასი. მსგავს ინიციატივას დღეს ევროკავშირის პროფილურმა საპარლამენტო კომიტეტმა კენჭი უყარა. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ბანკებს მოუწევთ 1 ევროს კაპიტალის შენახვა ყოველი ევროსთვის, რომელსაც ისინი კრიპტოვალუტაში ფლობენ. „ასეთი მოთხოვნები კაპიტალის მიმართ ხელს შეუწყობს კრიპტოსამყაროს არასტაბილურობის ფინანსურ სისტემაზე გავრცელების თავიდან აცილებას“, - განმარტავენ ევროპარლამენტარები. აი, ეს კი საწყენია. ჯერ ისიც გასარკვევია, უფრო არასტაბილური რომელი სამყაროა. მაგრამ ჩვენ გვყავს იგივე არბიტრი - დრო. ის განსჯის.

ჯასტინ სანის შპაგატი

ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.

Shiba Inu-ს დარიგების აფიორა Reddit-ზე გამოავლინეს

თითქოსდა უფასო SHIB-ის მისაღებად, მომხმარებლებს სთავაზობდნენ ფიშინგურ ბმულზე გადასვლას. ამის შემდეგ თაღლითები დაზარალებულის კრიპტო საფულეს უკავშირდებოდნენ და მის ყველა საცხსრებს ხსნიდნენ. ეჭვები გაჩნდა საბრედიტში r/CryptoCurrency. საზოგადოების წევრებმა დაიწყეს ფიშინგის შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელება, რათა სხვები არ გამხდარიყვნენ თაღლითობის მსხვერპლი. მათ ამას უწოდეს ყველაზე დიდი თაღლითური სქემა, რომელიც ამჟამად ვრცელდება Reddit-ზე. თუ თქვენ დააწკაპუნეთ ასეთ ბმულზე, სასწრაფოდ გადაიტანეთ თქვენი მონეტები და ტოკენები სხვა საფულეში. და გახსოვდეთ, თუ გარიგება ზედმეტად კარგად გამოიყურება იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, მაშინ, ალბათ, ძროხის ფუნაში ჩადგით ფეხი.

ისევ არ გვაქვს არდალევის საბაბი!

9 წლის წინ ვიტალიკ ბუტერინმა მსოფლიოს წარუდგინა თავისი სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Ethereum-ი. ეს მოხდა Bitcoin Forum-ზე, სადაც გამოჩნდა პოსტი "Welcome to the New Beginning!". თარიღი არ არის საიუბილეო, ამიტომ არც ყვავილები იქნება, და არც ტაში. მაგრამ იმის თქმა გვინდა, რომ ყველა, ვინც ეს ამბავი წამოიწყო, გავლენიანი კრიპტო მოთამაშე გახდა. აი ასეთი კრიპტო-მაფია გავრცელდა მთელ მსოფლიოში Ethereum-ის გუნდიდან: ჩარლზ ჰოსკინსონმა Cardano 2017 წელს გამოუშვა. ენტონი დიორიომ გახსნა Decentral Inc. და საფულე Jaxx ჯოზეფ ლუბინმა ConsenSys-ი აამოქმედა გევინ ვუდი Polkadot-ის მამა და Solidity-ის სმარტ-კონტრაქტის ენის შემქმნელი გახდა. აი ყველაფერ ამას ჩვენ ვულოცავთ ვიტალიკს!

361 - 380 558 შედეგიდან