#network


ნაპოვნია 135 სტატია

ბოლო

Silvergate Bank ლიკვიდირებული იქნება

Silvergate არის მეორე უდიდესი ბანკი აშშ-ში Signature-ის შემდეგ,, რომელიც მუშაობს კრიპტოვალუტის კომპანიებთან და ერთ-ერთი ძირითადი ხიდია კრიპტოვალუტასა და ფიატს შორის. ინდუსტრიაში ბოლო ცვლილებებისა და მარეგულირებლების ინიციატივების ფონზე, Silvergate-ში მიიჩნევენ, რომ ამჟამად საუკეთესო გზა ბანკის ოპერაციების გეგმური შეჩერებაა და მისი ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია. დახურვის გეგმა ყველა დეპოზიტის სრულ დაფარვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Silvergate Bank-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება Silvergate Exchange Network-ის (SEN) მუშაობის შეწყვეტის შესახებ. არაერთმა კრიპტოვალუტის ბირჟამ უკვე განაცხადა, რომ ისინი სილვერგეიტთან კავშირებით „ინფიცირებული“ არ არიან, ხოლო კლიენტების სახსრები უსაფრთხოდაა.

61 - 80 135 შედეგიდან