დღის მოვლენა: სტეიბლკოინმა USDC USD-ისთან მიბმა დაკარგა

2023 წლის მარტის უზრუნველჰყოფის ანგარიშის თანახმად, 8.7 მილიარდი USDC 6 ბანკში დევს. მათგან Silvergate-ს, Signature-სა და Silicon Valley Bank-ს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვთ. Silicon Valley bank, სადაც 3.3 მილიარდი USDC ინახებოდა, ფინანსური დაცვისა და ინოვაციების კალიფორნიის დეპარტამენტმა დახურა. USDC-ის ფასმა საპასუხოდ 15%-ით იკლო, $0.86-მდე. ასევე 10%-ით გაიაფდა სტეიბლკოინი DAI, რომლის უზრუნველყოფის 50%-მდე USDC-შია. ახლა USDC-ის რეზერვების 77% ეკუთვნის აშშ-ს სახაზინო თამასუქებს. შემდგომი 23%-ის წილი, რომლებიც ნაღდი ფულის სახით ინახება საბანკო დაწესებულებებში,დამოკიდებული იქნება ბანკების გაკოტრების პროცესზე და დაბრუნებული სახსრების რაოდენობაზე.

981 - 1000 1933 შედეგიდან