#blockchain


ნაპოვნია 361 სტატია

ბოლო

სკამერები უკან მოუხედავად ხარჯავენ Ethereum-გაზს!

ბლოკჩეინ-უსაფრთხოების კომპანია PeckShield გვაფრთხილებს: გაზის ორი მსხვილი დანახარჯის უკან დგანან თაღლითები ნულოვი გადარიცხვებით. მათი სქემა ასეთია: 🛑იქმნება ფეიკ-მისამართები, რიმლებიც არსებულების იმიტაციას ახდენენ. 🛑შემდეგ TransferFrom-ის ფუნქციის მეშვეობით ხორციელდება ნულოვანი გადარიცხვა სმარტ-კონტრაქტით ნებისმიერი საფულიდან. 🛑ასე ხდება ტრანზაქციების მოგონილი ისტორიის ფორმირება, რომელიც მომხმარებელთა საფულეებში და Etherscan-ში აისახება. ამის შემდეგ მხოლოდ გამოგზავნილ გადარიცხვას უნდა დაელოდო მსხვერპლისგან, რომელმაც საგულდაგულოდ არ შეამოწმა მისამართი სახსრების გაგზავნის წინ.

ჯასტინ სანის შპაგატი

ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.

მთელი მსოფლიოს კრიპტოსაზოგადოებები თურქეთს დაეხმარებიან

40-ზე მეტმა ბლოკჩეინ-კომპანიამ შესთავაზა თურქეთის ხელისუფლებას შექმნას ოფიციალური კრიპტოსაფულე, რათა შეძლოს შემოწირულობების მიღება დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 2000-მდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგანაც ასობით შენობა მთლიანად არის დანგრეული. კრიპტოვალუტის საზოგადოებები ყოველთვის მომენტალურად რეაგირებენ ასეთ ჰუმანიტარულ კრიზისებზე. დიახ, ქვეყანა-ბენზინგასამართ სადგურის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ მალევე მიიღო უამრავი შემოწირულობა. გამაგრდი, თურქეთო!

241 - 260 361 შედეგიდან