#development


ნაპოვნია 64 სტატია

ბოლო

მიიღებს თუ არა Twitter-ი გადახდებს ფიატსა და კრიპტოში?

კომპანიამ დაიწყო სახელმწიფო ლიცენზიების მოპოვების პროცესი ჩაშენებული გადახდების ინტეგრაციის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულირებისა და შემუშავების მიზნით. ილონ მასკმა ადრე თქვა, რომ Twitter-ი უნდა გარდაიქმნას „everything app”-ად შეტყობინებების გაცვლის, გადახდების და კომერციული ფუნქციებით. ამ გეგმების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომპანიამ უკვე გაიარა გადახდის პროცესორის რეგისტრაცია აშშ-ს ხაზინაში. მასკის სურვილის მიხედვით, გადახდის სისტემა თავდაპირველად ფიატზე იყო გათვლილი. მაგრამ, მისი სტრუქტურა ითვალისწინებს მომავალში კრიპტოვალუტისთვის ფუნქციების ჩართვას. ამ ამბავს მგზნებარედ გამოეხმაურა მასკის ფავორიტი Dogecoin-ი. გარდა ამისა, ინვესტორებმა, ყოველი შემთხვევისთვის, MASK ტოკენი „დაპამპეს“ (ბოლოს და ბოლოს, ბიტკოინში ხომ არ ჩადებდენ ფულს).

Elliott-ი მილიარდობით ინვესტიციას დებს Salesforce-ში

მაინინგი ვიდეორეგისტრატორით? მზადაა

პროექტმა Hivemapper დაასრულა რეგისტრატორის ბეტა-ტესტირება, რომლის მეშვეობით შესაძლებელია საავტომიბილო გზების გლობალური დეცენტრალიზებული რუკების შექმნაში წვლილის შეტანისთვისთვის ტოკენ Honey გამომუშავება. ტექნოლოგია მარტივია: 📌თქვენ გიხდიან იმ მარშრუტების ვიდეოებისთვის, რომლებსაც თქვენ რუკებზე მონიშნავთ. ამ ვიდეოებს ისინი ყიდულებენ, ვისაც ტოპოგრაფიული კრეტინიზმი ტანჯავს. 📌პროექტის ფაუნდერები თვითმფრინავის ფრთის ღირებულების ვიდეორეგისტრატორების გაყიდვით შოულობენ ფულს. ერთხელ ვიხუმრეთ, რომ მალე მაინინგს ჩაიდნებიც დაიწყებენ. კარგი, მოწყობილობაში შევცდით, მაგრამ, აშკარად, სწორი მიმართულებით ვაზროვნებთ. სენია, Move-to-earn- არააქტუალურია! -აქტუალური რა არის? - Drive-to-Earn

41 - 60 64 შედეგიდან