#technology


ნაპოვნია 99 სტატია

ბოლო

Sidebar ad banner
Sidebar ad banner

Gucci წარადგენს KodaPendant-ს OtherSide-ის მეტავერსისთვის

ლუქს კლასის პრესტიჟულმა მსოფლიო ბრენდმა, Gucci-მ, Yuga Labs-თან პატრიოტობით, გამოუშვა KodaPendant - კულონების ლიმიტირებული სერია, რომლებიც წარმოდგენილია როგორ მატერიალურ ვერსიაში, ასევე არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) სახით. რელიზი წარმოადგენს კოლექცია Otherside Relics By Gucci-ს ელემენტს, რომლის მიზანი მოდის, გართობისა და გეიმინგის სფეროში ახალი ჰორიზონტების გახსნაა. 6 აპრილს KodaPendant-ის შეძენას შეძლებენ ისინი, ვინც NFT Koda-ს, ან Vessel-ს ფლობს, რომლებიც Otherside-ის მეტავერსში ავატარების ფუნქციას ასრულებენ. ვერცხლისგან დამზადებული კულონზე, რომელსაც მოჰყვება 50 სმ სიგრძის ჯაჭვი, ამოტვიფრულია "GG". თითო კულონის ღირებულება 450 ApeCoin-ს შეადგენს, რაც ამჟამინდელი კურსით $1930-ია. მარაგში მხოლოდ 3333 ეგზემპლარია. შეძენის შემდეგ, NFT Koda-ს, ან Vessel-ის მონაცემებს ატრიბუტი KodaPendant დაემატება, რის შედეგადაც ანიმაციურ პერსონაჟს - ტოკენის პროტეჟეს შესაბამისი ვიზუალი ექნება. ეს ინოვაციური მიდგომა ციფრულ აქტივებს უნიკალურობის ელემენტს სძენს, რითაც ხსნის NFT-ების, როგორც მოდისა და ტექნოლოგიების შერწყმის საშუალების პოტენციალს.

სატოში ნაკამოტოს ბოლო გზავნილი

2011 წლის 23 აპრილს სატოში ნაკამოტო კრიპტოვალუტების სამყაროს დაემშვიდობა და ტექნოლოგია რამდენიმე კრიპტოენთუზიასტის ხელში დატოვა. ბიტკოინის დეველოპერ მაიკ ჰერნისადმი მიწერილ წერილში მან დაწერა: ”მე სხვა საქმით დავკავდი. ის [ბიტკოინი] ახლა კარგ ხელშია გევინთან და სხვებთან“. ეს ციფრული ვალუტის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. სატოშიმ Bitcoin Core-ის კურატორს, გევინ ანდრესენს მოუწოდა, იდუმალი შემქმნელი დაევიწყებინა და ფოკუსირება პროექტზე, მის განვითარებასა და დეველოპერების ერთგულ გუნდზე მოეხდინა. მან ასევე გამოხატა თავისი იმედგაცრუება პრესის მიმართ, რომელიც მას ჩრდილოვან ფიგურად წარმოაჩენდა, ბიტკოინს კი - მეკობრულ ვალუტად. სატოშიმ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დეველოპერების საზოგადოების კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრონული წერილები ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის ბოლო ცნობილი გზავნილებია, ინტერესი სატოში ნაკამოტოს ნამდვილი ვინაობის მიმართ წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდება. სანამ კრიპტოსაზოგადოება აგრძელებს ვარაუდებს, ბიტკოინის შემქმნელის ნამდვილი ვინაობა იდუმალებით არის მოცული. გავიგებთ კი ოდესმე სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან? ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.

41 - 60 99 შედეგიდან