Mt.Gox-ის კრედიტორებს, როგორც იქნა, მათ ფულს დაუბრუნებენ

გადახდები 10 მარტიდან დაიწყება და ის როგორც BTC-ში, ასევე ფიატურ ვალუტაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოსარჩელეები იმ თანხის დაახლოებით მეხუთედს მიიღებენ, რასაც ისინი სარჩელში ითხოვენ. 2019 წელს ბირჟის ბალანსმა 142 ათასი BTC ($3,3 მლრდ), 143 ათასი BCH ($19 მლნ) და $510 მლნ. იაპონურ იენაში შეადგინა. უნდა ითქვას, რომ Mt.Gox-ის გარშემო სიტუაცია იმდენად უიმედო იყო, რომ ბევრი ინვესტორი თავისი მონეტების მიღებას ღმერთის საჩუქარს უწოდებს. თანაც ბიტკოინები სულ სხვა ფასის დროს დაიაკრგა. კრედიტ-კომპანიის, Blockstream-ის გენერალური დირექტორი ადან ბეკი ამბობს: „მე მნიშვნელოვანწილად Mt.Gox-ზე არსებული ჩემი ბიტკოინები ჩამოვწერე, როგორც ზარალი. ამიტომ სუფთა ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაფერი, რასაც ახლა მივიღებ, არის ცივი შენახვის ბონუსი“.

1061 - 1080 1933 შედეგიდან