#will


ნაპოვნია 260 სტატია

ბოლო

ჯასტინ სანის შპაგატი

ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.

რისი მიცემა შეუძლია ევროპარლამენტს ქანჩის გასაღების გარდა?

დიახ, დიახ, ისევ უჭერენ ქანჩებს და ამკაცრებენ მოთხოვნებს. ევროპულ ბანკებს ახლა მოეთხოვებათ კრიპტოვალუტები განიხილონ, როგორც ყველაზე სარისკო აქტივების კლასი. მსგავს ინიციატივას დღეს ევროკავშირის პროფილურმა საპარლამენტო კომიტეტმა კენჭი უყარა. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ბანკებს მოუწევთ 1 ევროს კაპიტალის შენახვა ყოველი ევროსთვის, რომელსაც ისინი კრიპტოვალუტაში ფლობენ. „ასეთი მოთხოვნები კაპიტალის მიმართ ხელს შეუწყობს კრიპტოსამყაროს არასტაბილურობის ფინანსურ სისტემაზე გავრცელების თავიდან აცილებას“, - განმარტავენ ევროპარლამენტარები. აი, ეს კი საწყენია. ჯერ ისიც გასარკვევია, უფრო არასტაბილური რომელი სამყაროა. მაგრამ ჩვენ გვყავს იგივე არბიტრი - დრო. ის განსჯის.

Coinbase საფულე აძლიერებს დაცვას

გატეხებმა და ფიშინგურმა თავდასხმებმა აიძულა Coinbase საფულის დეველოპერები გაეუმჯობესებინათ მომხმარებლის უსაფრთხოება. ასე რომ, ახლა Coinbase Wallet-ში ხელმისაწვდომია: 📌ტრანზაქციის გადახედვა, რათა თავიდან აიცილოთ ტოკენების შეცვლა. 📌თაღლითობაში ეჭვმიტანილი კლიენტების შავი სიის ნახვა. 📌საფულის მფლობელის წინასწარი ინფორმირება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სმარტ-კონტრაქტი შეეცდება მისი ბალანსიდან თანხის გატანას. 📌Push შეტყობინებები ტოკენების მოახლოებული დაწვის შესახებ. აბა, რა ვთქვათ, საკმაოდ კარგია, კარგია, კარგი! მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ სრული კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდება, თუ საფულე, ამის გარდა, შეძლებს მოცურებაზე (price slippage) შეტყობინების გამოგზავნას. სწორედ მაშინ მოვა ნამდვილი ტრეიდერული ძენი.

Pedigree შედის Decentraland-ში მაწანწალა ძაღლების გადასარჩენად

Pedigree-მ შექმნა ვირტუალური თავშესაფარი ძაღლების 3D ავატარებით, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ ასეთ ადგილებში. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ თავიანთი ძაღლების ავატარები მიიყვანონ საკუთარ ვირტუალურ სახლში და შეეცადონ დაუმეგობრდნენ მათ. ინტერაქტიული შინაური ცხოველები ასევე საჭიროებენ ყურადღებას, საკვებს, სეირნობას და ნივთების გაფუჭებაც კი შეუძლიათ. გარდა ამისა, ისინი ძალიან ჰგვანან თავიანთ პროტოტიპებს. Pedigree-ის გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს დაეხმარება ნამდვილ ძაღლებს ოჯახების პოვნაში. Metaverse-ის მომხმარებლებმა წვდომა ცხოველის აყვანაზე Pedigree.com/Fosterverse მისამართზე შეუძლიათ მიიღონ. Metaverse-ის ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ მაწანწალა ძაღლების დახმარება შემოწირულობის გაკეთებით.

161 - 180 260 შედეგიდან