თავის ისტორიაში პირველად MicroStrategy–მ BTC გაყიდა!

ეს ბიტკოინის პირველი გაყიდვაა მას შემდეგ, რაც MS-მა დაიწყო კრიპტოვალუტებში ინვესტირება დაიწყო. SEC-ში შეტანილი ანგარიშის თანახმად, 22 დეკემბერს კომპანიამ 704 BTC–ს ლიკვიდაცია მოახდინა, რომლის ღირებულება დაახლოებით $11,8 მილიონი იყო. დოკუმენტში ნათქვამია: „MicroStrategy გეგმავს ამ გარიგების შედეგად წარმოქმნილი კაპიტალის დანაკარგების გადატანას წინა კაპიტალის მოგებასთან მიმართებაში, იმდენად, რამდენადაც არის ასეთი გადატანა საშემოსავლო გადასახადის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონმდებლობით დაშვებული.“ გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით MicroStrategy-მ იყიდა კიდევ 2,395 BTC, ერთეულის საშუალო ფასით $17,871.

BMW საკუთარი ლოიალურობის პროგრამისთვის BNB Chain-ს გამოიყენებს

პრესრელიზის მიხედვით, BMW აპირებს გამოიყენოს ბლოკჩეინის ტექნოლოგია ქაღალდის საბუთებთან მუშაობის შესამცირებლად და ტაილანდში ლოიალობის პროგრამის ინტეგრირებისთვის. ავტომწარმოებელმა Coinweb პლატფორმა აირჩია, როგორც დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი და ასევე BNB Chain ბლოკჩეინი ტრანზაქციების განსახირციელებლად. ახალი ლოიალობის პროგრამის მეშვეობით BMW-ს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ბლოკჩეინზე ჯილდოები შესყიდვებისთვის და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. მომხმარებლები შეძლებენ ტოკენების გაცვლას BMW-ს, ასევე მესამე მხარის კომპანიების პროდუქტებსა და სერვისებზე, ტოკენების ტრანზაქციები BNB Chain-ში განხორციელდება.

ალამედა ტოკენების ETH–სა და BTC–ში გადაცვლაში გამოიჭირეს!

როგორც კი სემ ბენკმენ ფრიდი 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,თითქმის მაშინვე საფულეზე მოძრაობა დაიწყო. გარდა ამისა, ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება ჭორები, რომ ის ამჟამად არა მშობლების სახლშია ფეხზე ელექტრონული სამაჯურით, არამედ სადღაც ალამედას ოფისში. საზოგადოება მივიდა დასკვნამდე, რომ ხუჭუჭა სემი თავხედურ გაქცევას გეგმავს და მარეგულირებლების მოსასყიდად კრიპტოვალუტას აგროვებს. გარდა ამისა, კომპანიის საფულეების მსგავსი დაცლა მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Terra-ს აღმასრულებელი დირექტორი დო კვონი გაუჩინარდა (ხო,მართლა, სად არის ახლა დო კვონი?) და აი რიტორიკული კითხვაც: რატომ დააყადაღეს მარეგულირებლებმა FTX-ის ანგარიშები და არა Alameda-სი? ყველა ხედავს, რომ ეს ორი კომპანია ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან ორივეს ერთი და იგივე ადამიანი მართავდა (უფრო სწორად, ასამარებდა).

1521 - 1540 1933 შედეგიდან